მედია: პრინცი ჩარლზი არ მისცემს პრინცის ტიტულს პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ვაჟს

ინფორმირებული წყარო სამეფო ოჯახის კულუარულ ამბებთან დაკავშირებით Daily Mail-ს უყვება. ნახეთ რას გეგმავს პრინცი ჩარლზი გამეფების შემდეგ
Sputnik

დიდი ბრიტანეთის დედოფლის ვაჟი, პრინცი ჩარლზი არ დაუშვებს, რომ მისმა შვილიშვილმა არჩიმ პრინცის ტიტული მიიღოს, ნათქვამია Daily Mail-ის ინფორმაციაში, რომელიც ინფორმირებულ წყაროს ეყრდნობა.

პრინცი უილიამი მეგან მარკლს „ძმის გატაცებაში“ ადანაშაულებს

წყაროს ცნობით, უელსის პრინცი ტახტზე ასვლის შემდეგ გეგმავს სამეფო ოჯახის ძირითადი წევრების რაოდენობის შეზღუდვას, ხოლო სასექსის ჰერცოგის შვილი, ჰარი და მეგან მარკლი ვერ შეძლებენ ტიტულის მიღებას.

„ჰარის და მეგანს აცნობეს, რომ არჩი არასოდეს გახდება პრინცი, მაშინაც კი, თუ ჩარლზი გამეფდება”, – უთხრა გამოცემას წყარომ.

მედიის ცნობით, პრინც ჩარლზის მიერ დაგეგმილი რეფორმა ოფიციალურად არ გამოცხადებულა, ვარაუდობენ, რომ მისი განხორციელების შემდეგ მხოლოდ ტახტის მემკვიდრეები და მათი უახლოესი ნათესავები მიიღებენ ტიტულებს, ფინანსურ დახმარებას და პოლიციის დაცვას სახელმწიფოს ხარჯზე.

მეგან მარკლის ფოტოები, რომელთა გაქრობაზეც სამეფო ოჯახი ოცნებობს >>>

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთის პრინცი ჰარი და სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი მეორედ გახდნენ მშობლები. მათ შეეძინათ ქალიშვილი, რომელსაც ლილიბეტ დიანა დაარქვეს, ჰარის ბებიის, დედოფალ ელისაბედ II-ისა და მისი გარდაცვლილი დედის, პრინცესა დიანას პატივსაცემად.