პანდემია დასვენებას ხელს ვერ შეუშლის!

საქართველოში უკვე დაიწყო საზაფხულო სეზონი, ხოლო პანდემია ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ქვეყანაში სტუმბრები ჩამოდიან, თუმცა კორონავირუსული შეზღუდვების ნაწილი კვლავ ძალაში რჩება
Sputnik

საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს ტურიზმის განვითარება, გაიხსნა საზღვრები და ჩამოდიან დამსვენებლები, ხოლო მეორეს მხრივ - ხელისუფლება კვლავ განაგრძობს ინფექციასთან ბრძოლას, ყოველდღიურად ინფიცირებულთა რაოდენობა დაახლოებით ათასს შეადგენს, რაც ვირუსის გავრცელების საშიშროებას ზრდის.

22 ივნისიდან ღია სივრცეებში პირბადის ტარების აუცილებლობა მოიხსნა. 1 ივლისიდან გაუქმდება კომენდანტის საათიც. თუმცა რესტორნებს 1 ივლისიდან სტუმრების მიღება მხოლოდ ღამის 12 საათამდე შეეძლებათ.