იკრძალება კატეგორიულად! დასახელდა ხაჭოსთან შეუთავსებელი პროდუქტები

არსებობს ისეთი პროდუქტები, რომელთა ჭამაც ხაჭოსთან ერთად კატეგორიულად დაუშვებელია. რატომ და რა პროდუქტებია ეს – სპეციალისტი განმარტავს.
Sputnik

თბილისი, 21 ივნისი − Sputnik. ხაჭოს სასარგებლო თვისებები უდავოა, ვინაიდან პროდუქტში უამრავი აუცილებელი მაკრო- და მიკროელემენტები შედის. მაგრამ იმისათვის, რომ ორგანიზმმა ეს ნივთიერებები მიიღოს, აუცილებელია იცოდეთ, რასთან ერთად შეიძლება ხაჭოს ჭამა და რასთან − არა.

დილით თუ საღამოს? ვინ რა დროს უნდა მიირთვას ხაჭო

კლინიკა „ბორმენტალის“ სპეციალისტი წონის დაკლებაში პაველ ისანბაევი განმარტავს, რომ ხაჭოში შემავალი სასარგებლო ნივთიერებებიდან უპირველესია კაზეინი − რძის ცილა, რომელიც მისი მოხაჭოების დროს გამოიყოფა. და მიუხედავად იმისა, რომ ხაჭო ნებისმიერ პროდუქტს ეთავსება, დიდი რაოდენობთ ცილა გამოხატულ ინსულინურ პასუხს იწვევს.

„ეს იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმი მკვებავ ნივთიერებებს უფრო სწრაფად ითვისებს. ცილაზე ცხიმის დამატება კი ინსულინურ პასუხს აქვეითებს (ამიტომაც 9%-იანი ან არაჟანთან შერეული ხაჭო უფრო სასარგებლოა). ამიტომ ვისაც შაქრის მაღალი დონის პრობლემა აქვს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიირთვას მურაბიანი, თაფლიანი, მწიფე ბანანშერეული ხაჭო“, − ამბობს სპეციალისტი.

მისი თქმით, ჯობს ხაჭოს მწვანილი ან ბულგარული წიწაკა დაუმატოთ, ან უბრალოდ მაღალცხიმიანი, თუნდაც 5%-იანი ხაჭო მიირთვათ.

ხაჭო მამაკაცურ პოტენციას ამაღლებს: რეკომენდაციები ცნობილი პროფესორისგან

იმისათვის, რომ ხაჭოში შემავალი სასარგებლო ელემენტები ორგანიზმმა ამომწურავად შეითვისოს, კარგი იქნება, თუ ხაჭომდე ბოსტნეულს, მაგალითად, კომბოსტოს ან მწვანილეულს მიირთმევთ. ასეთ შემთხვევაში უჯრედისი ინსულინურ პასუხს დააქვეითებს.

რაც შეეხება სხვა პროდუქტებს, რომელთა ხაჭოსთან ერთად მირთმევა რეკომენდებული არ არის, ესენია:

  • რძე − ზოგი ადამიანი ხაჭოს რძეს უმატებს, რათა ის უფრო რბილი და ნაზი გახდეს. მაგრამ ამის გაკეთება კატეგორიულად დაუშვებელია! ამ კომპონენტების შერევისას რძის ცილის მაჩვენებელი ძალიან იზრდება და მისი მონელება პრაქტიკულად შეუძლებელია. შესაბამისად, შედეგად მიიღებთ „ფუჭ“ საკვებსა და ზედმეტ კალორიებს.
  • ყავა − საუზმედ ბევრი ირჩევს ხაჭოსა და ყავას, მაგრამ ეს არასწორია. ყავა განსაკუთრებულ მთრიმლავ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებიც სრულებით არ ეთავსება რძის პროდუქტებს. გარდა ამისა, ეს ორი პროდუქტი ერთად კალციუმის სწორად ათვისებას უშლის ხელს.
  • კვერცხი − ამ შემთხვევაში ყველაფერი მარტივია: კვერცხი ძალიან ბევრ ცილას შეიცავს. მისი თერმული დამუშავების შემდეგ მისი დენატურაცია იწყება და ცილის ათვისების ხარისხი იმატებს. ორგანიზმს კი ასეთი დიდი რაოდენობით ცილის გადამუშავება გაუჭირდება.
  • შაქარი − ყველაზე გავრცელებული ვარიანტი − სწორედ ხაჭოზე შაქრის დამატებაა. მაგრამ ის კალციუმის ათვისების პროცესს ამცირებს და ამასთან ძალიან, ძალიან კალორიულია.
  • ხორცი − ხაჭოსთან ხორცს ალბათ ცოტა მიირთმევს, მაგრამ მათ გასაგონადაც უნდა ვთქვათ, რომ ეს კატეგორიულად მიუღებელია! ამ ორი პროდუქტის გადამუშავებას ორგანიზმი ძალიან დიდ დროს ანდომებს და თანაც მუცლის შებერილობასა და გაზწარმოქმნას იწვევს.
გაითვალისწინეთ სპეციალისტების რჩევები და მიიღეთ ხაჭოსგან მაქსიმალური სარგებელი!