ტრაგედია კახეთში: აუზში პატარა ბავშვი დაიხრჩო

ზუსტად რა გარემოებებში მოხდა ტრაგედია, ჯერჯერობით უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, ბავშვი ოჯახის წევრებს გაეპარა და აუზში ჩავიდა.
Sputnik

თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთი კერძო სახლის ეზოში მდებარე აუზში ოთხ წლამდე ბავშვი დაიხრჩო, წერს „რეზონანსი“.

ტრაგიკული შემთხვევა დღეს მოხდა. ვისთან ერთად იმყოფებოდა ბავშვი სახლში და ზუსტად რა გარემოებებში მოხდა მისი გარდაცვალება, ჯერჯერობით უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, ბავშვი ოჯახის წევრებს გაეპარა.

გარდაცვლილის ოჯახში სამართალდამცველები მუშაობენ.