„მეცნიერების კალენდარი – 2021“: საქართველოში ახალი პროექტი იწყება

სამინისტროს ცნობით, პროექტის ფარგლებში არაერთი შემეცნებითი და გასართობი აქტივობაა დაგეგმილი. ღონისძიებების ციკლი წლის ბოლომდე გასტანს.
Sputnik

თბილისი, 21 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში იწყება ახალი პროექტი „მეცნიერების კალენდარი – 2021“, რომლის მიზანიც მეცნიერების ხელშეწყობა და პოპულარიზაციაა, ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებაში. 

ქუთაისში აბიტურიენტებისა და მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიების ფესტივალი გაიმართება

პროექტი, რომლის სლოგანია Undique scientia est („მეცნიერება ყველგან არის“), მეცნიერების, როგორც საზოგადოების ყველა ფენის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილის წარმოჩენასა და საქართველოს ფართო საზოგადოებაში მის პოპულარიზაციას ემსახურება.

პროექტის განხორციელებაში ჩართული არიან სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები, უნივერსიტეტები, ასევე სახელოვნებო უნივერსიტეტები, განათლებისა და მეცნიერების სფეროში მოღვაწე პირები და ახალგაზრდა მეცნიერები.

პროექტის ფარგლებში არაერთი შემეცნებითი და გასართობი აქტივობაა დაგეგმილი. ღონისძიებების ციკლი წლის ბოლომდე გაგრძელდება.

10 ნოემბერს საქართველოში მეცნიერების საერთაშორისო დღე აღინიშნება. იგეგმება სხვადასხვა კონკურსის ჩატარება, მათ შორის: ქართველოლოგიის ვიკიკონკურსი, კონკურსი „ქართული მეცნიერება ვიკიპედიაში“, „ქართული მეცნიერება უცხოენოვან ვიკიპედიაში“ და ა.შ. ასევე იგეგმება მასტერ-კლასები და კონფერენციები, ღონისძიებებისა და საჯარო ლექციების ციკლი შავი ზღვის თემაზე.

გარდა ამისა, 2021 წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ევროპელ მკვლევართა ღამის საზეიმო ღონისძიებები გაიმართება.