შეხვდება თუ არა ირანის ახალი პრეზიდენტი ჯო ბაიდენს: რაისიმ შეკითხვას უპასუხა

ირანის ახლად არჩეულ პრეზიდენტს იბრაჰიმ რაისის მიაჩნია, რომ შეერთებულმა შტატებმა თეირანს ყველა სანქცია უნდა მოუხსნას.
Sputnik

თბილისი, 21 ივნისი − Sputnik. ირანის ახლად არჩეული პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრას არ აპირებს, იუწყება ტელეარხი Fox News.

ირანის პრეზიდენტის არჩევნებზე სასამართლო ხელისუფლების მეთაურმა იბრაჰიმ რაისიმ გაიმარჯვა

როგორც ქვეყნის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა განაცხადა პრესკონფერენციაზე, ის ამერიკელ კოლეგასთან არც თეირანისთვის სანქციების მოხსნაზე მოლაპარაკებებს გეგმავს და არც ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამასა თუ რეგიონული ამბოხებულებისთვის მხარდაჭერაზე საუბარს.

„ირანი არ აპირებს პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრას თეირანისთვის სანქციების მოხსნის მიზნით“, − განაცხადა რაისიმ.

ამასთან რაისის მიაჩნია, რომ შეერთებულმა შტატებმა ირანისთვის დაწესებული „ყველა რეპრესიული სანქცია“ უნდა მოხსნას. ამასთან დაამატა, რომ ბაიდენი არ არის იმ შეთანხმებების ერთგული, რომლებიც აშშ-ის წინა ხელისუფლებასთან დაიდო.

  • „აშშ-ის მთავრობისადმი ჩემი წინადადებაა, რაც შეიძლება მალე დაუბრუნდნენ თავიანთი მოვალეობის შესრულებას და მოუხსნან ირანს სანქციები. მათ თავიანთი გულწრფელობა უნდა გამოავლინონ“, − აღნიშნა ახალმა პრეზიდენტმა.

ირანის სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელმა, რომელმაც წინა კვირაში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა 61,9%-ით გაიმარჯვა, საკუთარ თავს „ადამიანის უფლებათა დამცველი“ უწოდა. ასეთი შეფასება მან იმ კითხვის პასუხად გააკეთა, რომელიც ირანში 1988 წლის მოვლენების თაობაზე დაუსვეს, რა დროსაც 5 ათასი ადამიანი დასაჯეს სიკვდილით.

აშშ ირანისთვის ზოგი მკაცრი სანქციის მოხსნას აპირებს: მუშაობა დაწყებულია

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში აპრილიდან იმართება რეგულარული სხდომები ირანის ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით, მათ შორის, არაფორმალური შეხვედრებიც. ამ დროისათვის შექმნილია სამი საექსპერტო ჯგუფი. აქედან ორი კონკრეტული ნაბიჯების მოძიებაზე მუშაობს, რომლებიც აუცილებელია თეირანისა და ვაშინგტონისთვის, რათა ბირთვული შეთანხმება სრულად აღდგეს. მესამე ჯგუფის ამოცანა კი ამ ნაბიჯების თანმიმდევრობის შეთანხმებაა.

ბირთვული შეთანხმება — ერთობლივი ყოვლისმომცველ მოქმედებათა გეგმაა, რომელსაც 2015 წელს მოაწერეს ხელი შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, ჩინეთმა, რუსეთმა, საფრანგეთმა და ირანმა. გეგმა თეირანისთვის სანქციების მოხსნას მოიაზრებდა ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ. სამი წლის შემდეგ, 2018 წლის მაისში შეერთებულმა შტატებმა მიიღო გადაწყვეტილება, ცალმხრივად გასულიყო შეთანხმებიდან და აღედგინა მკაცრი სანქციები ირანისთვის.

ირანს გაეროს გენასამბლეაში ხმის უფლება ჩამოერთვა>>

კიდევ ერთი წლის შემდეგ კი თეირანმაც უარი თქვა შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, რომლის პირველი ეტაპიც ურანის გამდიდრებას და მძიმე წყლის მარაგებს შეეხებოდა. 2020 წლის ბოლოს ირანში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც მაღალგამდიდრებული ურანის (20%-მდე) წარმოების დაწყებასა და ამისთვის უფრო მძლავრი ცენტრიფუგების ამოქმედებას ითვალისწინებდა. ამასთან კანონი მოიაზრებდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ფართო შემოწმებებზე უარს იმ შემთხვევაში, თუ თეირანი ვერ შეძლებდა ნავთობით თავისუფალ ვაჭრობასა და ფინანსური ოპერაციების განხორციელებას.