ცაგარელი: დღეს საკრალური დღეა, იოცნებეთ, ჩაუთქვით სურვილები

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი მზებუდობასა და მის არსზე საუბრობს და ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ დღეს დადებითი ენერგიის გაცემა.
Sputnik
ცაგარელი: დღეს საკრალური დღეა, იოცნებეთ, ჩაუთქვით სურვილები
„დღეს რადგან მზებუდობაა, საკრალური დღეა. ამ დღეს ხალხი ლოცულობდა, ერთმანეთის მიმართ სიყვარულს გამოხატავდა, იმართებოდა ქორწილები და ა.შ. ეს არის სამყაროში უმაღლესი სინათლის შემოსვლის დღე. ამიტომ დღეს იოცნებეთ, ჩაუთქვით სურვილები და მაქსიმალურად მოესიყვარულეთ ყველას“, – ამბობს მიხეილ ცაგარელი.

ზაფხულის მზებუდობა არის პერიოდი, როდესაც ყველაზე გრძელი დღე და მოკლე ღამეა. ამ დღეს მზე ჰორიზონტზე თავის ყველაზე მაღალ ნიშნულს აღწევს. ასტრონომიაში ეს თარიღი ასტრონომიული ზაფხულის დაწყებას ნიშნავს.