ჩხაიძე: თბილისში სამშაბათს მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი იხსნება

ქვეყანაში სხვადასხვა დასახელების ვაქცინების ახალი დოზები ივლისიდან შემოვა, საუბარია ჯამში დაახლოებით 3,4 მლნ დოზა ვაქცინაზე. იმ პერიოდშივე ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება.
Sputnik

თბილისი, 20 ივნისი - Sputnik. თბილისში უახლოეს დრეებში მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები გაიხსნება, განაცხადა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ.

„ომში ვიყავი“ - ქართველი ექიმის ისტორია, რომელიც მოსკოვის წითელ ზონაში მუშაობდა

კერძოდ, მისი თქმით, „ჰუალინგის“ სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე სამშაბათიდან ფუნქციონირებას იწყებს ცენტრი, სადაც ყოველდღიურად 3 ათასი ადამიანის ვაქცინაცია იქნება შესაძლებელი. ასეთივე ცენტრის ჩამოყალიბებაა განსაზღვრული „ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო ცენტრის ტერიტორიაზე.

ჩხაიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება კვლავ მძიმე რჩება და აუცილებელია ვაქცინაციის პროცესის გააქტიურება. მისი თქმით, ივლისის, აგვისტოსა და სექტემბრის თვეები კრიტიკული იქნება იმუნიზაციის გეგმის შესრულების თვალსაზრისით, რადგან ქვეყანამ უნდა მოახერხოს ყოველდღიურად 15-20 ათასამდე ადამიანის აცრა.

„ეს იქნება გადამწყვეტი მომენტი. თუ მოვახერხებთ ამ რაოდენობის ადამიანების ვაქცინაციას, მაშინ უკვე ოპტიმისტურად ვიქნებით განწყობილი“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის განცხადებით,  მასობრივი იმუნიზაციის დაწყება იგეგმება ივლისში, როდესაც ქვეყანაში დიდი რაოდენობის ვაქცინების შემოტანას ელოდებიან.

„წლის ბოლომდე 3,4 მლნ დოზა სხვადასხვა მწარმოებლის ვაქცინა შემოვა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ვაქცინებიდან ყველაზე მეტი რაოდენობა  - 1 მლნ დოზა არის Pfizer. ამ ვაქცინის მიმართ მოლოდინი ყველაზე მაღალია“, - აღნიშნა მან.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტიდან AstraZeneca-ს, 30 მარტიდან კი Pfizer-ის ვაქცინებით დაიწყო. ვაქცინაციის პროცესში 4 მაისიდან ჩინური Sinopharm-ი ჩაერთო, 24 მაისიდან კი Sinovac-ი. პირველ ეტაპზე ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო, თუმცა შემდგომ პროგრამა გაფართოვდა და ამჟამად იმუნიზაციის პროცესში ჩართვა 18 წელს ზემოთ პირებისთვის არის შესაძლებელი.

საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამის შემთხვევები კვლავ დაფიქსირდა

ბოლო მონაცემებით, საქართველოში სულ 233.488 ადამიანია აცრილი, სრულად, ორი დოზით ვაქცინირებულია 81.633 ადამიანი.

ვაქცინაციის ეროვნული გეგმის თანახმად, 2021 წლის განმავლობაში ვაქცინაციის ჩატარების სამიზნე ნიშნული მოსახლეობის 60 პროცენტს შეადგენს.