ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰალეს ტურნირის ნახევარფინალში დამარცხდა

ნახევარფინალში გასვლის შედეგად ბასილაშვილმა 180 სარეიტინგო ქულა და 60 ათას ევროზე მეტი საპრიზო თანხა გამოიმუშავა.
Sputnik

თბილისი, 19 ივნისი - Sputnik. საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი (30-ე პოზიცია АТР-ს რეიტინგით) გერმანიაში მიმდინარე АТР-500-ის სერიის ჰალეს ტურნირზე ნახევარფინალში დამარცხდა.

ქართველმა ჩოგბურთელმა სამ სეტში რუს ანდრეი რუბლიოვთან (7) წააგო - 1:6, 6:3, 3:6. მატჩი ერთ საათსა და 48 წუთს გაგრძელდა.

საქართველოს ჩოგბურთის ნაკრებმა დევისის თასზე ისლანდიას მოუგო

პირველ სეტში ბასილაშვილი ძალიან არადამაჯერებლად თამაშობდა საკუთარ ჩაწოდებაზე და მან მეტოქეს ორი ბრეიკის გაკეთების საშუალება მისცა.

მეორე სეტის მეექვსე გეიმში თავის ჩაწოდებაზე შეცდომა რუბლიოვმაც დაუშვა. ბასილაშვილმა ბრეიკი გააკეთა და პარტია მოიგო კიდეც.

მატჩის ბედი მეექვსე გეიმში ქართველის მიერ წაგებულმა ერთმა ჩაწოდებამ გადაწყვიტა.

ამის შემდეგ მეტოქეთა პირადი დაპირისპირების ანგარიში გახდა 3:2 რუსი სპორტსმენის სასარგებლოდ.

ნახევარფინალში გასვლის შედეგად ბასილაშვილმა 180 სარეიტინგო ქულა და 60 ათას ევროზე მეტი საპრიზო თანხა გამოიმუშავა.

ჰალეს ტურნირის ფინალში რუბლიოვი ფელიქს ოჟე-ალიასიმი (21, კანადა) - უგო უმბერის (31, საფრანგეთი) წყვილის გამარჯვებულის შეხვდება.