თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. ირანის სასამართლო ხელისუფლების მეთაურმა იბრაჰიმ რაისიმ ირანის საპრეზიდენტო არჩევნებზე გაიმარჯვა, იუწყება РИА Новости.
პარასკევს ირანში პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა. ოფიციალური მონაცემებით, ირანის სასამართლო ხელისუფლების მეთაურმა იბრაჰიმ რაისიმ ამ დროისათვის ხმების 62% მოიპოვა - 28,9 მილიონი ადამიანიდან მას მხარი 17,9 მილიონმა დაუჭირა .
შემდეგ მოდის მოჰსენ რეზაი, რომელმაც 3.412.712 ხმა მოიპოვა, აბდოლნასერ ჰემატიმ - 2.427.201 ხმა მოიპოვა, ჰოსეინ გაზიზადე ხაშემიმ კი 992.718 ხმა დააგროვა.
დანარჩენი ხმა – 3.726.870 – ბათილად ცნეს.