აზერბაიჯანში შესაძლოა თურქული სამხედრო ბაზა დაარსდეს

მანამდე აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა ალიევმა და ერდოღანმა ქალაქ შუშაში ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი.
Sputnik

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. აზერბაიჯანში შესაძლოა თურქული სამხედრო ბაზა დაარსდეს შუშის დეკლარაციაზე ხელმოწერის ფარგლებში, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა.

ერდოღანმა და ალიევმა სამოკავშირეო ურთიერთობების შესახებ დეკლარაცია გააფორმეს
„[აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ბაზის დაარსების] თემა არ სცდება [დეკლარაციის] ნორმებს. ამ საკითხის განვითარება შესაძლებელია აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან კონსულტაციების პროცესში. გარდა ამისა, მისი რეალიზაცია თავისებურად ჩვენი მოლაპარაკებების პროცესშიცაა შესაძლებელი “, — ციტირებს ერდოღანს გამოცემა Hurriyet.

აღსანიშნავია, რომ შუშის დეკლარაციას აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა 15 ივნისს მოაწერეს ხელი, მასში, კერძოდ, ნათქვამია, რომ ორივე მხარე ერთობლივად იმოქმედებს მესამე სახელმწიფოს მხრიდან აგრესიისა თუ საფრთხის შემთხვევაში. გარდა ამისა, დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ „მხარეები განაგრძობენ ერთობლივ ძალისხმევას ორი მოძმე ქვეყნის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის კუთხით თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად“.

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიიფ ერდოღანი აზერბაიჯანს ორდღიანი ვიზიტით მეუღლესთან ემინესთან ერთად ეწვია და ყარაბაღის ბოლო კონფლიქტის შემდეგ ბაქოს კონტროლქვეშ გადასული ქალაქი შუშა მოინახულა.