ყვითელი ამბები

ალექსანდრა პაიჭაძის ნამღერმა ყველა გააოცა – ნახეთ რა ტკბილი ხმა აქვს მოდელს – ვიდეო

ცნობილი მოდელის ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა. ალექსანდრა პაიჭაძემ საიდუმლოს ფარდა ახადა.
Sputnik

მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე ამღერდა, „ინსტაგრამზე“ განათავსა ვიდეო, სადაც ერთ-ერთი მუსიკალური ჯგუფის წევრებთან ერთად რეპეტიციას გადის. ვიდეოს უამრავი დადებითი კომენტარი მოჰყვა. სოციალური ქსელის მომხმარებლები ალექსანდრას ხმით მოხიბლული არიან.

30 წლის მოდელი დიდი პოპულარულობით სარგებლობს. მას ტელეეკრანებიდან იცნობენ. ალექსანდრა რამდენიმე არხზე დილის გადაცემებში სპორტული ილეთებით დატვირთულ ვარჯიშებს ქალბატონებს უზიარებდა. საკუთარ გამოცდილებას სოციალურ ქსელშიც აქვეყნებს. მის ყველა ფოტოს ლოგიკური და საკმაოდ ვრცელი ტექსტები მრავალფეროვან თემებზე ახლავს.

ალექსანდრას კამერების წინ პოზირება განსაკუთრებულად უყვარს. როგორც თავად აღნიშნავს, ფოტოებზე მეტად უპირატესობას ვიდეოების გადაღებას ანიჭებს. სოციალური ქსელის მისი გვერდი ესთეტიკურ სიამოვნებას მოგანიჭებთ და  თვალს ვერ მოწყვეტთ. ცნობილი „ინფლუენსერების“ სიაში მან ადგილი თამამად დაიკავა. ამაში ხელს არაორდინარულობა, ინტელექტი და გემოვნება უწყობს.