„იმერეთი-500"-ის ავარიულმა გათიშვამ საქართველოს მოსახლეობის ნაწილი შუქის გარეშე დატოვა

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ელექტრომომარაგების შეფერხებასთან დაკავშირებით აბონენტებს ბოდიშს უხდის.
Sputnik

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. დასავლეთ საქართველოში ელექტროგადამცემ ხაზზე „იმერეთი 500“ ავარია მოხდა, რის გამოც თბილისისა და რეგიონების დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, იუწყება სახელმწიფო ელექტროსისტემა. 

თბილისისა და რეგიონების დიდ ნაწილს ელექტროენერგია გაეთიშა

უწყების ცნობით, ავარიული გათიშვა ადგილობრივი დროით 14:00 საათზე მოხდა.

„დღეს, 14 ივნისს, 14:00 საათზე ავარიულად გამოირთო 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი” და ჰიდროელექტროსადგური „ენგურჰესი”, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ავარიის ლიკვიდაციის სამუშაოები“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა აბონენტებს აღნიშნული შეფერხების გამო ბოდიშს უხდის.