რომის გარეუბანში სროლის შედეგად ორი ბავშვი და ერთი ხანდაზმული მამაკაცი დაიღუპა

ვარაუდობენ, რომ ინციდენტი ჩხუბს მოჰყვა, ხოლო თავად მსროლელი - დაღუპული ბავშვების მამაა. კარაბინერები მასთან სამსაათიან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, მაგრამ უშედეგოდ.
Sputnik

თბილისი, 13 ივნისი – Sputnik. მამაკაცმა ატეხა სროლა რომის გარეუბან არდეაში, იუწყება ადგილობრივი ტელეარხი RaiNews24.

სროლა მაიამიში: არიან დაღუპულები და დაჭრილები

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად დაიღუპნენ 5 და 10 წლის ძმები, რომლებიც ეზოში თამაშობდნენ და 74 წლის მამაკაცი, რომელიც ქუჩაში ველოსიპედით გადაადგილდებოდა.

ტელეარხის მონაცემებით, მსროლელი 34 წლის მამაკაცია, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. ის სამი საათის განმავლობაში პოლიციას დაბლოკილი ჰყავდა, მასთან მოლაპარაკებები უშედეგო აღმოჩნდა. კარაბინერებს ის გარდაცვლილი დახვდა. სავარაუდოდ, მან თავი მოიკლა.

ვარაუდობენ, რომ ინციდენტი ჩხუბს მოჰყვა, ხოლო თავად მსროლელი - დაღუპული ბავშვების მამაა.