საქართველოში მაისში ჩამოსული უცხოელების რაოდენობა 2,5-ჯერ გაიზარდა

1 თებერვლიდან საქართველომ საჰაერო საზღვარი გახსნა და გაზარდა იმ სახელმწიფოების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებს ქვეყანაში სტუმრობა სავალდებულო კარანტინის გარეშე შეუძლიათ.
Sputnik

თბილისი, 12 ივნისი - Sputnik. საქართველოში მაისში საერთაშორისო მოგზაურების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა გაიზარდა 180,4%-ით გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იტყობინება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

საერთო ჯამში, მაისში საერთაშორისო მოგზაურებმა საქართველოში 109,4 ათასი ვიზიტი განახორციელეს, აქედან 96,5 ათასი ტურისტული იყო. ამავდროულად, ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 264.1%-ით გაიზარდა.

საქართველოში ავტომობილით შემოსვლის წესები

ვიზიტების საერთო რაოდენობამ იანვრიდან მაისამდე პერიოდში შეადგინა 329,8 ათასი, რაც 76,6%-ით ნაკლებია, ვიდრე 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში იყო.

მაისში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი განახორციელეს თურქეთის, უკრაინის, ისრაელის, რუსეთისა და სომხეთის მოქალაქეებმა.

ამავდროულად, რუსეთის მოქალაქეების ვიზიტების რაოდენობა გაიზარდა 186,4%-ით, სომხეთის - 26,4%-ით, ხოლო ისრაელის - 24886,7% -ით.

რა გზით შემოდიან ტურისტები საქართველოში

მაისში ტურისტების დიდი ნაწილი საქართველოში საჰაერო გზით, ძირითადად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით შემოვიდა.

მეორე ადგილზეა საქართველოს სახმელეთო საზღვრები. აქ შემოსული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო-რუსეთის საზღვარზე ყაზბეგის საკონტროლო-გამშვები პუნქტი ლიდერობს, მეორე ადგილზეა საქართველო-თურქეთის საზღვარზე სარფის საკონტროლო-გამშვები პუნქტია.

რას აკეთებს საქართველო ტურიზმისთვის

ტურიზმის წილი საქართველოს ეკონომიკაში COVID-19-მდე დაახლოებით 10%-ს შეადგენდა. ამიტომ, მისი აღდგენა ძალზე მნიშვნელოვანია ქვეყანაში ბიზნესის გააქტიურებისთვის.

რა სიახლეები დახვდებათ სტუმრებს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში

ეკონომიკის აღდგენისა და ქვეყანაში ტურისტების დასაბრუნებლად, საქართველომ შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა და საზღვრების გახსნა დაიწყო.

1 თებერვალს გაიხსნა ქვეყნის საჰაერო საზღვრები და, ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, მაისში ფრენების რაოდენობა 65%-ით აღდგა პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით. უკვე 1 ივნისიდან საქართველომ სახმელეთო საზღვრები გახსნა.

აჭარაში საზღვაო სეზონი იხსნება – ღონისძიებების პროგრამა >>

საქართველოში ჩამოსული უცხოელი უნდა იყოს აცრილი და თან უნდა ჰქონდეს კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხი. უცხოელებს პირბადეების ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში და ღამით სასტუმროებში დარჩენა მოუწევთ. ამასობაში, ქართული კურორტები სტუმრებს მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობენ.