ძიუდო: ზაალიშვილმა კარგად დაიწყო - წინ ნახევარფინალური ეტაპია

გელა ზაალიშვილმა მსოფლიო პირველობაზე სამ ორთაბრძოლაში იმარჯვა და ნახევარფინალში რუს ძიუდოისტ ბაშაევს დაუპირისპირდება.
Sputnik

თბილისი, 12 ივნისი - Sputnik. უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე მძიმე წონაში მოასპარეზე გელა ზაალიშვილი ნახევარფინალურ ეტაპზე გავიდა.

საქართველომ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ორი ბრინჯაო მოიპოვა

ზაალიშვილმა, რომელიც +100 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს, ზედიზედ სამი შეხვედრა მოიგო და ის ნახევარფინალში რუს ტამერლან ბაშაევს შეხვდება.

საქართველოს სახელით დღეს ასევე სოფიო სომხიშვილმა იჭიდავა, რომელიც ტურნირის პირველივე ორთაბრძოლაში კორეელ სპორტსმენთან დამარცხდა და მსოფლიო პირველობას გამოეთიშა.

ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული. ამ დროისთვის ჩვენი ნაკრები მამაკაცთა გუნდურ ჩათვლაში ლიდერობს.