ყვითელი ამბები

„როცა კალთაში მთელი შთამომავლობა გიზის...“ – ნინო ნადირაძე ოჯახურ ფოტოს აქვეყნებს

ნინო კუზანოვა მჭერმეტყველებით გამოირჩევა. ცნობილ ქართველ ექიმს ძალიან უყვარს სხვადასხვა თემების საჯაროდ განხილვა და საზოგადოების ყურადღების მიქცევა. სოციალურ ქსელშიც დიდი აქტიურობით გამოირჩევა.
Sputnik

ცნობილმა ექიმმა და ტელეწამყვანმა ნინო ნადირაძემ „ინსტაგრამზე“ ფოტო გამოაქვეყნა, სადაც კალთაში ორივე შვილი – ბაია და ივიკო კუზანოვები და პატარა შვილიშვილი უზის. „კალთაში როცა მთელი შთამომავლობა გიზის“, – დაწერა ექიმმა. ფოტოს უამრავი დადებითი კომენტარი მოჰყვა.

ცნობილი ექიმების ნინო და გუგა კუზანოვების შვილი ახალბედა დედაა. ბებიამ და ბაბუამ სამშობიაროდან შვილიშვილთან ერთად გადაღებული ფოტო 2020 წლის 3 აგვისტოს გამოაქვეყნეს. ბაია კუზანოვა, თავის მხრივ, პატარა ბიჭუნას მოვლას, ოპერაციებზე დასწრებას, პლასტიკურ ქირურგიაში მონაწილეობას და მეგობრებთან ერთად დროის გატარებასაც ახერხებს.

ბაია კუ­ზა­ნო­ვა 2019 წელს გა­თხოვ­და. ახალ­გაზ­რდა ექი­მის მე­უღ­ლე გი­ორ­გი ბეჟაშ­ვი­ლია. და­ქორ­წი­ნე­ბამ­დე წყვილს ხან­გრძლი­ვი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა აკავ­ში­რებ­და, თუმ­ცა ყო­ველ­თვის ცდი­ლობ­დნენ მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში არ მოხ­ვედ­რი­ლიყ­ვნენ. „თა­ვად რო­გორც უნ­დო­დათ, ზუს­ტად ისე­თი ქორ­წი­ლი გა­და­ი­ხა­დეს. ბა­ი­ას სურ­ვი­ლით ქორ­წი­ლი ჩვე­ნი სახ­ლის ეზო­ში გა­და­ვი­ხა­დეთ, ვერ გვე­ლე­ვა. რეტ­რო სა­ქორ­წი­ნო ცე­რე­მო­ნი­ა­ლი იყო, შავი ძვე­ლი ბე­ემ­ვე­თი მო­ვიდ­ნენ“, – ასე აღწერა მაშინ ნინო კუზანოვამ ცერემონია.

ნინო და გუგა კუზანოვებმა ოჯახი 27 წლის წინ შექმნეს, ექიმები 1993 წელს შეუღლდნენ. ურთიერთგაგებითა და ერთმანეთის მხარდაჭერით ბევრს მიაღწიეს, დღემდე ქართულ შოუბიზნესში ერთ-ერთ გამორჩეულ წყვილად ითვლებიან.