თბილისი, 11 ივნისი – Sputnik. კვარიათის ტერიტორიაზე მაშველებმა ზღვაში გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს, იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ზღვაში საცურაოდ შევიდა, რის შემდეგაც მისი კვალი დაიკარგა და საჭირო გახდა სამაშველო სამსახურის დახმარება.
„მომხდარიდან მალევე კვარიათისკენ გავიდა მყვინთავთა ჯგუფი და საზღვაო-სამაშველო კატარღა. სანაპირო ზოლის მონიტორინგი ცოცხალი ძალით მიმდინარეობდა. საძიებო-სამაშველო ოპერაციის დროს აქტიურად იყო გამოყენებული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დრონი“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გარდაცვლილის იდენტიფიცირება ოჯახის წევრების მხრიდან უკვე მოხდა.