განსაზღვრულია: რაზე დახარჯავს თანხებს კულტურის სამინისტრო

იმ პრიორიტეტებს შორის, რომელთა დაფინანსებასაც კულტურის სამინისტრო აპირებს, არის ისეთი მიმართულებები, როგორიცაა ლიტერატურა, თეატრი, კინო, სახვითი და თანამედროვე ხელოვნება.
Sputnik

თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კულტურის სფეროში 12 პრიორიტეტეტული მიმართულება განსაზღვრა, რომელთაც უწყების ბიუჯეტი დააფინასებს.

„ოსტატების რეესტრი“: კულტურის სამინისტროში განაცხადების მიღება იწყება>>

როგორც კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა ბრიფინგზე, პროექტები „კულტურის განვითარების პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსდება.

კულტურის სფეროს დიდი რეფორმები ელოდება – რა გეგმები აქვს მინისტრს

12 პრიორიტეტული მიმართულებების ჩამონათვალში შევიდა: ქართული წიგნისა და ლიტერატურის ხელშეწყობა; ქართული თეატრისა და თეატრალური ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა; ქართული პროფესიული მუსიკალური ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა; ქართული კინოს ხელშეწყობა; სახვითი და თანამედროვე ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა; სახელოვნებო განათლების ხელშეწყობა; ქართული ფოლკლორის ხელშეწყობა; კულტურაზე ხელმისაწვდომობა; მნიშვნელოვანი კულტურული და საფესტივალო ღონისძიებები; ინოვაციური და თავისუფალი პროექტები; კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა; COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ზიანის შემცირება.

წულუკიანი: მეძახონ ბერია, მაინც დავინტერესდები, რა დგას განსხვავებული აზრის უკან>>

სამინისტრო პრიორიტეტული ჯგუფების დაფინანსებაზე განაცხადების მიღებას დღეიდან იწყებს.