„ვაჩვენებთ, ვინაა აქ მთავარი“: ნატოს უკრაინაში ჯარები გადაჰყავს

ათასობით ჯარისკაცი, ასობით ერთეული ტექნიკა, ათეულობით თვითმფრინავი და გემი − უკრაინა ნატოსთან ერთობლივი სწავლება Sea Breeze 2021-სთვის ემზადება.
Sputnik

ეს ყველაზე დიდი სწავლებაა მრავალი წლის განმავლობაში. მოსკოვში დარწმუნებულები არიან: ჯარების საბრძოლო მზადყოფნის შემოწმების გარდა, პენტაგონს სხვა ფარული მიზნებიც აქვს, წერს ანდრეი კოცი РИА Новости-ს საავტორო მასალაში.

ხილული მიზანი

„საშინელი სცენარი“: რატომ უყრის დასავლეთი ჯარებს თავს უკრაინაში

სწავლება Sea Breeze უკრაინის ტერიტორიაზე პრაქტიკულად ყოველწლიურად ტარდება 1997 წლიდან. მაგრამ ასე ბევრი მონაწილე აქამდე არ ყოფილა. უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ერთად წვრთნებში მონაწილეობას 27 სახელმწიფოს ჯარისკაცები და ოფიცრები მიიღებენ, რომელთა დიდი ნაწილი ნატოს წევრია. სულ, უკრაინის სამხედრო უწყების ოფიციალური პრეს-რელიზის თანახმად, მანევრებში დაახლოებით 4 ათასი სამხედრო, 40 სამხედრო გემი, კატარღა და უზრუნველყოფის ხომალდი, 30 თვითმფრინავი და ვერტმფრენი, ასევე 100-ზე მეტი სახმელეთო ტექნიკა იქნება ჩართული.

ფორმალური მიზანი − უკრაინისა და ნატოს ჯარების ურთიერთქმედების ამაღლებაა. სცენარის თანახმად, კოალიციურმა ჯგუფმა იმ უკანონო შეიარაღებული ფორმირებების საქმიანობით გამოწვეული კრიზისული ვითარების სტაბილიზაცია უნდა მოახდინოს, რომელსაც „მეზობელი ქვეყნის ხელისუფლება უწევს ყოველმხრივ დახმარებას“. პოლიტოლოგობა საჭირო არ არის იმის გასაგებად, რომ „არაკანონიერი ფორმირებები“ − ეს დონეცკისა და ლუგანსკის არაღიარებული რესპუბლიკების სახალხო მილიციების ქვედანაყოფებია.

მოსაზრება: აშშ, რუსეთი და ევროპა უკრაინის წინააღმდეგ გაერთიანდნენ

სწავლების საზღვაო შემადგენელის მიზანი მრავალეროვნული სახომალდო შენაერთის ფორმირება და აწყობა, ფლოტის სახმელეთო ჯარებთან და ავიაციასთან ურთიერთქმედების ორგანიზაცია, საზღვაო დესანტის გამოყენებაა. ხმელეთზე დაკავდებიან ოპერაციების საშტაბო დაგეგმვით ნატოს სტანდარტებით, ძალებისა და საშუალებების გადასროლით, ზღვის მიმართულებით შეტევის დამუშავებით. ავიაცია საჰაერო დაზვერვას აწარმოებს, მიიტანს შეტევას სამიზნეებზე და ასევე გადაზიდავს ჯარებსა და ტვირთებს.

მანევრები ორ ეტაპად ჩატარდება. პირველი მათგანის ფარგლებში, რომელიც 28 ივნისს დაიწყება, მართვისა და კავშირის პუნქტები განთავსდება, დაიგეგმება ოპერაციები, ჩამოყალიბდება საბრძოლო ხომალდების რაზმები და ავიაცია აეროდრომებზე გადაბაზირდება. მეორე ეტაპზე მოკავშირეთა ჯარები პირობითი მოწინააღმდეგის წყალზედა და წყალქვეშა ხომალდებს შეუტევენ ყველა საცეცხლე საშუალებით, იერიშს მიიტანენ სახმელეთო სამიზნეებზე და ასევე ჰაერსაწინააღმდეგო და ხომალდსაწინააღმდეგო თავდაცვას ააგებენ.

ფსონი სპეცრაზმზე

მიმოხილვა: ამერიკელმა ექსპერტებმა აშშ−ის უცხოური სამხედრო ბაზები დაუცველად აღიარეს

შეუძლებელია, რომ ამ ყველაფერმა მოსკოვი არ შეაშფოთოს, სწავლებების აქტიური ფაზა ხომ უშუალოდ რუსეთის საზღვრებთან გაიმართება. თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, გენერალ-მაიორ იგორ კონაშენკოვის თქმით, სამხედრო უწყება ყურადღებით დააკვირდება Sea Breeze-ს და ადეკვატურად ირეაგირებს შექმნილ ვითარებაზე.

„სწავლებები დასავლეთის მხრიდან გაუთავებელი ბრალდებების ფონზე გაიმართება, თითქოს რუსეთი სამხედრო პოტენციალს ზრდის სამხრეთ-დასავლეთ საზღვრებთან, − განაცხადა კონაშენკოვმა. − უფრო მეტიც, მანევრებს ამოფარებული ნატო გეგმავს, უკრაინაში თანამედროვე შეიარაღება, საბრძოლო მასალები და მატერიალური ქონება შეიტანოს უკრაინის ჯარებისთვის. შემდგომში, როგორც ეს წინა წლებში იყო, ყველაფერი ეს შეიარაღებულ ძალებსა და ნაციონალისტურ ფორმირებებს გადაეცემა, რომლებიც კიევის მიერ არაკონტროლირებადი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების სიახლოვესაა დისლოცირებული“.

გენერალმა ხაზი გაუსვა: მიუხედავად იმისა, რომ სწავლებები სტატუსითა და სახელწოდებით საზღვაოა, სამხედრო აქტიურობის ნამდვილი საზღვრები ბევრად სცდება შავი ზღვის უკრაინული ნაწილის აკვატორიას.

„ადრე უნდა ეფიქრათ“: აშშ-ში მოიფიქრეს, რით უპასუხებენ რუსეთს

კერძოდ, ცნობილია, რომ დამუშავდება სხვადასხვა სახელმწიფოების სპეცრაზმების ქვედანაყოფების ურთიერთქმედება ამოცანების ერთობლივი შესრულებისას, მათი დესანტირება პარაშუტებით ვერტმფრენებიდან და ასევე სპეციალური ოპერაციების მებრძოლების გადასხმა აღუჭურველ სანაპიროზე. კიევში არაერთხელ განაცხადეს, რომ სპეციალური ოპერაციების ძალები მზადაა საომარი მოქმედებების საწარმოებლად ყირიმში. აშკარაა, რომ დასავლელ მოკავშირეებს ამის პრაქტიკაზე შემოწმება სურთ.

ძალის დემონსტრაცია

Sea Breeze ნატოს ერთადერთი პროვოკაციული გამოხდომა არ არის ბოლო წლებში რუსეთის მიმართ შავი ზღვის რეგიონში.

მაგალითად, 28 მაისს პორტუგალიის სანაპიროზე სამხედრო-საზღვაო სწავლება Steadfast Defender დაიწყო, რომელიც უახლოეს ხანებში შავ ზღვაზე გადაინაცვლებს. გაერთიანებული ესკადრის ფლაგმანი ბრიტანული ავიამზიდი Queen Elizabeth-ია, რომლისთვისაც ეს შორი საზღვაო ლაშქრობა პირველი იქნება. სულ მანევრებში დაახლოებით 200 ხომალდი მონაწილეობს.

„ჯაველინებზე“ სერიოზული: აშშ უკრაინას ახალ იარაღს გადასცემს

ბრიტანული Daily Mail-ის აზრით, ეს სწავლებები სპეციალურად მიეძღვნა რუსეთ-ამერიკის უმაღლესი დონის მოლაპარაკებებს, რომელიც ჟენევაში უნდა გაიმართოს 16 ივნისს. გამოცემას მიაჩნია, რომ ვლადიმირ პუტინისა და ჯო ბაიდენის შეხვედრის წინ ნატო განზრახ წარმოაჩენს სამხედრო-საზღვაო ძალას, რითიც კრემლს გარკვეულ სიგნალებს უგზავნის.

ამასთან ალიანსში კვლავ ფიცით ირწმუნებიან, რომ მანევრებს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან და ის მხოლოდ დასავლეთის რეგიონში განმტკიცებისკენაა მიმართული. მაგრამ ბრიტანელი ჟურნალისტები წერენ, რომ ეს ძალის დემონსტრირებაა. ბრიუსელი ასე უბრალოდ არ გაგზავნიდა შავ ზღვაში მძლავრ ესკადრას და 9 ათას სამხედროს. გასაკვირი არ არის, რომ პლანეტის უძლიერესი სამხედრო ბლოკის მსგავს მოქმედებებს რეაგირება მოსდევს. ხშირად სარკისებური.

ივნისში რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი სწავლება „დასავლეთი-2021“-სთვის სამზადისის აქტიური ფაზა დაიწყო, რომელიც ბელარუსისა და დასავლეთ სამხედრო ოლქის პოლიგონებზე ჩატარდება. ორი ქვეყნის არმიები სავარაუდო მოწინააღმდეგის ჯარების მოკავშირე სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეჭრის აღკვეთას დაამუშავებენ.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს