ნიკოლოზ ბასილაშვილი შტუტგარტის ტურნირს გამოეთიშა

ბასილაშვილისა და ჩილიჩის დაპირისპირება თითქმის ერთი საათი გაგრძელდა. ხორვატისთვის ქართველი ჩოგბურთელის ბარიერი მარტივი აღმოჩნდა, მან ორ სეტში გაიმარჯვა.
Sputnik

თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი შტუტგარტის ტურნირს მეორე ეტაპიდან გამოეთიშა.

საქართველოს პირველი ჩოგანი, რომელიც მსოფლიოს რეიტინგში 31-ე ადგილს იკავებს, 32 წლის ხორვატ მარინ ჩილიჩთან ორ სეტში დამარცხდა ანგარიშით 6:3, 6:2.

ნიკოლოზ ბასილაშვილი Roland Garros-ს გამოეთიშა

29 წლის ქართველისა და გამოცდილი ხორვატი ჩოგბურთელის დაპირისპირება 59 წუთს გაგრძელდა, ამ დროის განმავლობაში ბასილაშვილმა ოთხი ეისი ჩააწოდა, ოთხი ორმაგი შეცდომა დაუშვა და საკუთარი ჩაწოდება მოწინააღმდეგეს სამჯერ დაუთმო. ამ წყვილის გამარჯვებული ახლა დენის შაპოვალოვსა და ფელიციანო ლოპესს შორის მოგებულს შეხვდება.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა შტუტგარტში წყვილთა თანრიგშიც იასპარეზა, სადაც ინდოელ დივიჯ შარანთან ერთად გამოდიოდა. წყვილი პირველივე წრეში ურუგვაელი არიელ ბეჰარისა და ეკვადორელი გონზალო ესკობარის დუეტთან ორ სეტში დამარცხდა (6:4, 6:2).