მოსაზრება: აშშ, რუსეთი და ევროპა უკრაინის წინააღმდეგ გაერთიანდნენ

ჯო ბაიდენმა მაინც მოიღო მოწყალება და ტელეფონით ესაუბრა თავის უკრაინელ კოლეგას. ბოლო დღეებში ვლადიმირ ზელენსკი რა საჯარო დამცირებაზე აღარ მიდიოდა, ოღონდ პირადი კონტაქტი დაემყარებინა თეთრი სახლის მასპინძელთან, სანამ ის ვლადიმირ პუტინს შეხვდება.
Sputnik

სერგეი სავჩუკი

თუმცა, ამერიკული მხარის კომენტარების მიხედვით, საქმე უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ფორმალური მხადაჭერის იქით არ წასულა. კიევისთვის ყველაზე მნიშვნელოვან და მტკივნეულ თემაში ძვრა არ მომხდარა.

გაზი და ისრაელი: როგორ იპოვა ევროპამ რუსეთის კიდევ ერთი ჩამნაცვლებელი

ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობა ფინიშს უახლოვდება, უკრაინას მხარს ვერ აუქცევდა, რომელიც პროექტის დაწყების მომენტიდან ყველანაირად ცდილობდა დაემუხრუჭებინა იგი. კიევი გაუთავებლად მოუწოდებდა და კვლავაც მოუწოდებს კოლექტიურ დასავლეთს სულ უფრო მკაცრი სანქციების დაწესებისკენ და აცხადებს, რომ გაზსადენი უკრაინის გაზსატრანსპორტო სისტემის არსებობას უაზროდ აქცევს და ქვეყანას რამდენიმე მილიარდ დოლარს წაართმევს ყოველწლიურად ევროპაში გაზის ტრანსპორტირებისგან.

მოდით, გავერკვეთ, რა არის ამაში სიმართლე და რა − პოლიტიკური მანიპულაციები. დავიწყოთ იქიდან, რომ უკრაინის გაზსატრანსპორტო სისტემა 2014 წლის სახელმწიფო გადატრიალების მომენტიდან და ყველა შემდგომი მოვლენიდან გეგმაზომიერად კარგავდა მნიშვნელობასა და ფასს. ამასთან ახალი ხელისუფლება შეგნებულად წავიდა ბიუჯეტში გარანტირებული სავალუტო გადასხმების ერთ-ერთი ბოლო წყაროს მკვლელობაზე. 2019 წლის დეკემბრის ბოლოს „გაზპრომსა“ და „ნაფტოგაზს“ შორის გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, რუსეთს გასულ წელს 65 მლრდ კუბომეტრი გაზი უნდა გადაექაჩა, ხოლო 2021-2024 წლებში − 40-40 მილიარდი ყოველწლიურად. უკრაინა მაშინ ხმაურიანად ზეიმობდა გამარჯვებას, რომ მან კონტრაქტში სავალდებულო პირობა ჩადო „გადაიხადე და გადაქაჩე“. ეს იმას ნიშნავს, რომ „გაზპრომი“ ვალდებულებას იღებს, გადაიხადოს სრული ტრანზიტის საფასური იმ შემთხვევაშიც კი, თუ ფიზიკურად ნაკლები გაზი გაივლის.

უარი რუსულ ქვანახშირზე: საწვავის გამო მომდევნო ომი პოლონეთთან იქნება

ასეც გამოვიდა.

2020 წელს უკრაინის ტერიტორიის გავლით სულ 55,8 მლრდ კუბომეტრმა გაზმა გაიარა. ეს აბსოლუტური ანტირეკორდია ბოლო 30 წლის განმავლობაში. შედარებისთვის: 2009 წელს უკაინის გავლით ევროკავშირში 120 მლრდ კუბომეტრი გაზი გავიდა. ანუ უკრაინის გაზსატრანსპორტო სისტემა, რომლის საპროექტო სიმძლავრე 140 მილიარდს შეადგენს, დღეს საგაზსადენო და კომპრესორული სიმძლავრეების ორ მესამედს ვერ ამუშავებს. მაგრამ ასეთი სირთულისა და სიგრძის ტექნიკური ობიექტის უბრალოდ დაპაუზება არ შეიძლება. ის გამუდმებულ მომსახურებას, გეგმურ რემონტსა და ფულად გადასხმებს მოითხოვს.

და აქ მეორე ნაწილზე გადავდივართ.

2014 წელს „ნაფტოგაზის“ ხელმძღვანელმა ანდრეი კობოლევმა უკრაინის გაზსატრანსპორტო სისტემის ღირებულება 25-35 მილიარდ დოლარად შეაფასა. კიევი მაშინ მთელი ძალებით უხმობდა ევროპის პროფილურ კომპანიებს, შესულიყვნენ წილში და აქციების პაკეტები გამოესყიდათ. დაინტერესებულ მხარეებად დასახელდნენ: პოლონური PGNiG, შვეიცარიული AOT Energy, იტალიური Snam S.p.A. და სლოვაკური Eustream a.s. მაგრამ კიევის ხელისუფლება ის არ იქნებოდა, თუ აქაც არ შეეცდებოდა სხვების მოტყუებას. ევროპელი მოთამაშეები, პრინციპში, მზად იყვნენ, შეეძინათ უკრაინის გაზსატრანსპორტო სისტემა და სამუდამოდ მოეხსნათ რუსული გაზის ტრანზიტის საიმედოობის საკითხი, მაგრამ კიევმა აქციების საკონტროლო პაკეტის გაყიდვაზე უარი თქვა და შეთავაზება 49 პროცენტით შემოსაზღვრა. შედეგად – ტენდერები ჩავარდა მყიდველების სრული არარსებობის გამო.

მოსაზრება: „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს ბოლო ბრძოლა გამოუცხადეს

დრო გადიოდა და ეს უკრაინის გაზსატრანსპორტო სისტემის წინააღმდეგ მუშაობდა. 2018 წელს იგივე კობოლევმა ეროვნული გაზსატრანსპორტო სისტემა უკვე 14 მილიარდ დოლარად შეაფასა, ხოლო 2019 წელს, როდესაც ტრანზიტის გახანგრძლივების საკითხი მკვეთრად დადგა, „უკრტრანსგაზის“ ღირებულებამ − ოპერატორისა, რომელიც დედა-კომპანიის გახლეჩვის შედეგად წარმოიქმნა და რომელიც მხოლოდ ტრანზიტზე აგებდა პასუხს − სულ 1,45 მლრდ შეადგინა. ეს რიცხვი ციდან არ ჩამოვარდნილა. კიევმა აუდიტისა და შეფასების ჩასატარებლად ბრიტანული კონსალტინგური კომპანია Ernst & Young მიიწვია.

არ უნდა ვიფიქროთ, რომ კიევს არ ესმის არსებული მდგომარეობა და მომავალი პერსპექტივები. ვლადიმირ პუტინის განცხადებამდე ერთი დღით ადრე, რომ გაზსადენის პირველი ტოტის მშენებლობა დასრულდა, უკრაინის პრეზიდენტმა ინტერვიუ მისცა Axios-ის ჟურნალისტს, რომელიც საინფორმაციო გიგანტ HBO-ს სტრუქტურაში შედის. იმ ინტერვიუში ზელენსკიმ დაიჩივლა, რომ შეერთებულმა შტატებმა უარი თქვა მოსკოვზე სანქციებით ზეწოლაზე, ფული არ ჩადო უკრაინის გაზსატრანსპორტო სისტემაში და ჯამში ეს უკრაინის უსაფრთხოებასა და ინტერესებს ემუქრება.

უფრო მეტიც, პან ზელენსკიმ, აცნობიერებდა რა იმ ორმოს სიღრმეს, რომელშიც მან და მისმა წინამორბედმა ჩააგდეს უკრაინა, პრაქტიკულად მოითხოვა ნატოსგან უკრაინის თავის რიგებში დაუყოვნებელი მიღება. როგორი ლამაზი ფორმულირებებიც არ უნდა მოიფიქროს ზელენსკის გამოსვლისთვის მისმა დიპლომატიურმა კორპუსმა, ეს მაინც სრული  ფიასკოს აღიარებაა რუსეთთან პრინციპულ დაპირისპირებაში. ქუჩის ენით რომ ვთქვათ, დასავლელმა პარტნიორებმა უკრაინა გადააგდეს.

მიმოხილვა: კიევი აშშ-სგან „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ სანქციებს მოითხოვს

ვლადიმირ ზელენსკი არაფერს ამბობს მიმდინარე ვითარების წინაპირობებზე და, რაც მთავარია, იმაზე, თუ რა იქნება შემდგომ. უკრაინელი გარანტის დუმილი გასაგებია: მას მეორე ვადით არჩევა სურს და სულაც არ აწყობს თავისი უძლურებისა და ეროვნული ინტერესების ღალატის აღიარება.

მოსკოვისა და კიევის ურთიერთობები კრიტიკულად ბოლო მაიდნის შემდეგ გაფუჭდა, რომელიც შეერთებული შტატების მიერ იყო ინსპირირებული და დაფინანსებული. შემდგომ ქაოსში, ამერიკული მედიის შეფასებით, სათავეში მყოფმა დემოკრატებმა უკრაინის გავლით 6 მილიარდი ევრო გაათეთრეს. იმავე დროს იქ გამოჩნდა მომავალი პრეზიდენტის, დემოკრატი ჯო ბაიდენის ვაჟი ჰანტერ ბაიდენიც, რომელსაც გაზმომპოვებელი კომპანია Burisma ანდეს. ბაიდენი-უმცროსთან ერთად უკრაინაში ჩავიდა ყველა შესაძლებელი მრჩევლების დესანტი, რომლებიც უკრაინის ხელისუფლების ყველა დონეზე აღწევენ. განსაკუთრებულ ყურადღებას ამერიკელი სპეციალისტები ენერგეტიკის სექტორსა და ევროპაში გაზის ტრანზიტს უთმობენ.  

ახლა აშშ-ში ახალი დემოკრატი პრეზიდენტია და შვიდი წლის წინ უკრაინისთვის დაწერილი სცენარი პირდაპირ ჩვენ თვალწინ იწყებს რეალიზებას. საკმარისია მხოლოდ კარგი მახსოვრობისა და ფაქტების შეჯერების უნარი.

ამერიკელებს კვლავაც აინტერესებთ უკრაინის გაზსატრანსპორტო სისტემა იმ უბრალო მიზეზით, რომ როცა „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ სრული სიმძლავრით ამუშავდება, უკრაინული ტრანზიტი არ დაკარგავს თავის მნიშვნელობასა და აქტუალობას.

მოსაზრება: პუტინთან შეხვედრაზე ბაიდენს გერმანია სჭირდება

ნიდერლანდის ოფიციალური კომუნიკეს თანახმად, მომავალი წლის ზაფხულში სრულად შეწყდება გრონინგენის აუზში ბუნებრივი გაზის მოპოვება, ანუ ევროპას ხელის ერთი აქნევით მოაკლდება 25 მლრდ გაზი. ამგვარი უზარმაზარი მოცულობის ფიზიკურად ჩანაცვლება მხოლოდ ერთი პირობით შეიძლება — რუსეთიდან გაზის მიწოდებების შენარჩუნება და გაზრდა, უკრაინის ტრანზიტის ჩათვლით. ვაშინგტონისგან წაქეზებულმა კიევმა მაინც არ დაუშვა თავის მილთან ევროპელი ოპერატორები და ასევე დამაჯერებლად დაამტკიცა მოლაპარაკებების სრული უუნარობა ყველაფერში, რაც რუსეთს ეხება.

ახლა ზაფხულია და ევროპის ჰაბებში ბუნებრივი გაზის ფასი სტაბილურად რჩება 300 დოლარის ფარგლებში ათას კუბომეტრზე. ეს რეკორდი არ არის, თუმცა არც ცოტაა. იმის წინასწარმეტყველებას, რა ეღირება ცისფერი აირი 15 ოქტომბრისთვის, როდესაც ევროპაში გათბობის სეზონი იწყება, ვერავინ შეძლებს, თუმცა სპეციალისტები არ ეჭვობენ, რომ ის საკმაოდ მაღალი იქნება.

კიევში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების, უკრაინის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ენერგეტიკის მინისტრის, ამერიკელი მრჩევლების, ევროპელი მოთამაშეების უკრაინულ ტრანზიტთან არდაშვების, უკრაინის გაზსატრანსპორტო სისტემის ეტაპობრივი გაუფასურების, ჯო ბაიდენის მიერ ახალ სანქციებზე უარის თქმის შემდეგ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობა გრძელდება, თუმცა მანამდე ის ლამის დამარხეს.

არქტიკული მარაგები: რუსეთი ევროპიდან აშშ-ის განსადევნად მოემზადა

16 ივნისს ჟენევაში რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართება. ეჭვი არ არის, რომ მასზე აუცილებლად შეეხებიან უკრაინისა და ევროპაში გაზის მიწოდების თემას. თავს უფლებას მივცემ ვივარაუდო, რომ ბაიდენის სასანქციო მერყეობა − ეს დიალოგზე მიპატიჟებაა.

თუ აშშ ტრანზიტის სქემიდან უკრაინას ამოიღებს და უშუალოდ გააკონტროლებს მიწოდებებს, მაშინ ვაშინგტონი არა მარტო შეძლებს პირდაპირი გავლენა მოახდინოს ევროკავშირის პოლიტიკაზე, არამედ კარგ ფულსაც იშოვის.

ეს, რაღა თქმა უნდა, მხოლოდ ვარაუდია, მაგრამ ეს სქემა ყველასათვის ხელსაყრელია: რუსეთისთვისაც, რომელსაც ყველა დაბრკოლებას უხსნიან ევროპის ბაზარზე აგრესიული გასვლისთვის; ევროკავშირისთვის, რომელსაც გრონინგენის დახურვის ფონზე კრიტიკულად ესაჭიროება თავისი ფაბრიკებისა და საქვაბეების საწვავით მომარაგება; შეერთებული შტატებისთვის, რომელსაც დიპლომატიური ეკვილიბრისტიკის წყალობით არცთუ ცუდი ფინანსური და გეოპოლიტიკური დივიდენდების მიღება შეუძლია.

ამ სტრატეგიის რეალიზაციის შემთხვევაში ერთადერთი წაგებული უკრაინა იქნება. თუმცა ეს მისი შეგნებული არჩევანია.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს