საქართველოს პრეზიდენტი მონაკოში მიემგზავრება

საქართველოს პრეზიდენტი მონტე-კარლოში გახსნის გამოფენას, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართული ღვინის კომპანიების მიერ წარმოებული სხვადასხვა სახეობის ღვინოები.
Sputnik

თბილისი, 8 ივნისი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 9 ივნისს სამუშაო ვიზიტით მონაკოს სამთავროს ეწვევა, იუწყება სახელმწიფოს მეთაურის პრესსამსახური.

ზურაბიშვილი ვიზიტის ფარგლებში მონაკოს სამთავროს პრინც ალბერ მეორესთან პირისპირ შეხვედრას გამართავს.

ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს შემოდგომაზე ეწვევა

გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი მონტე-კარლოში გახსნის გამოფენას, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართული ღვინის კომპანიების მიერ წარმოებული სხვადასხვა სახეობის ღვინოები.

ზურაბიშვილი შეხვდება ღვინის თემატიკაზე მომუშავე ფრანგ ჟურნალისტებსა და ბლოგერებს.

საქართველოს პრეზიდენტი მონაკოს სამთავროს პრინცთან ერთად დაესწრება ქართული ღვინის პრეზენტაციას - „შეხვედრა ვაზის ფესვებთან“ და პრეზენტაციის მონაწილე სტუმრებს სიტყვით მიმართავს.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა საერთაშორისო ორგანიზაცია „მშვიდობა და სპორტის“ პრეზიდენტთან, ჯოელ ბუზუსთან.