ყვითელი ამბები

„არ ამომდის თმა, არ ვიცი სახე როდის ჩაცხრება, ჩემით ვერ დავდივარ...“ – თინა ხიდაშელი

თინა ხიდაშელი კორონავირუსით გამოწვეულ ავადმყოფობას დღემდე ვერ გამოუძვრა. პოლიტიკოსს სერიოზული მკურნალობა დასჭირდა, ის დამოუკიდებლად ჯერ კიდევ ვერ გადაადგილდება.
Sputnik

თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხი­და­შე­ლი, რო­მელ­მაც კო­რო­ნა­ვირუ­სი გა­და­ი­ტა­ნა, იმ ურ­თუ­ლეს გარ­თუ­ლე­ბებ­ზე ჰყვე­ბა, რაც ვირუს­მა და­უ­ტო­ვა. აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე ხი­და­შელ­მა „მთა­ვარ არხზე“ გა­და­ცე­მა „პოსტ ფაქ­ტუმ­ში” ისა­უბ­რა.

თინა ხიდაშელი კვლავ საავადმყოფოში მოხვდა

პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ მისი ოჯახის წევრები ვირუსს ადვილად გადაურჩნენ, მას კი უკვე მეოთხე დღიდან ადგომაც კი გაუჭირდა, შემდეგ იყო კლინიკაში მაღალი ტემპერატურით.

„რა თქმა უნდა, ფილ­ტვე­ბი იყო მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა, თუმ­ცა ძა­ლი­ან სწრა­ფად და­ი­წყო სხვა ორ­გა­ნო­ე­ბის ჩათ­რე­ვაც, რა­მაც და­ამ­ძი­მა შემ­დეგ ბუ­ნებ­რი­ვად მდგო­მა­რე­ო­ბა. მთე­ლი ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში პრაქ­ტი­კუ­ლად მკურ­ნა­ლო­ბა სა­ჭი­რო გახ­და ყვე­ლა ორ­გა­ნო­ზე. მა­გა­ლი­თად, ღვიძ­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მის წი­ნა­შე იყო, თირკმე­ლი ამ წუ­თას ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მას მიქ­მნის, ეს რა­ღაც და­ა­ვა­დე­ბა და­მე­მარ­თა სა­ხე­ზე და, აი, ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მაქვს ახლა სახე, გა­სი­ე­ბუ­ლი კა­ტას­ტრო­ფუ­ლად. ერ­თია სა­ხის გა­სი­ე­ბა, კარ­გი, არა­ უ­შავს, ჩა­ცხრე­ბა, მაგ­რამ დე­ფორ­მა­ცია გა­მო­იწ­ვია ასე­ვე სა­ხის და არ ვიცი რო­დე­საც ეს ჩა­ცხრე­ბა, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში დარ­ჩე­ბა“, – ამბობს ხიდაშელი.

მისი თქმით, თმამაც კი შეწყვიტა ზრდა – ოთხი თვის წინ შეღებილი თმა არც ერთი მილიმეტრით არ გაზრდია. ყველაზე მეტად კი სახსრები აწუხებს.

„ჩე­მით ვერ დავ­დი­ვარ, იყო მო­მენ­ტი, რო­დე­საც ორი ადა­მი­ა­ნი მჭირ­დე­ბო­და, რომ გა­მევ­ლო, ახლა სი­ა­რულს ვა­ხერ­ხებ, ოღონდ სი­ა­რუ­ლამ­დე უნდა მი­ვი­დე, ანუ ვერ ვდგე­ბი ჩე­მით, მერე ვერ ვჯდე­ბი”, – ამ­ბობს თინა ხი­და­შე­ლი.

თინა ხიდაშელს კორონავირუსი მიმდინარე წლის 18 თებერვალს დაუდასტურდა და მას საავადმყოფოში მკურნალობდნენ. გარკვეული პერიოდის შემდეგ ის კლინიკიდან გაწერეს, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ისევ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც პოლიტიკოსი წერს, ავადმყოფობის გამო ბევრი რამ გამოტოვა: თოვლი თბილისში, გაზაფხულის მოსვლა, შვილის დაბადების დღე, ბზობა, აღდგომა, რადგან თავი ვერ დააღწია საავადმყოფოს, ჟანგბადის და ათასგვარ სხვა აპარატს, წამლებს, ნემსებს, გადასხმებს...