ნანუკა გუდავაძე ბერა ივანიშვილზე გათხოვების შემდეგ მუდმივად ყურადღების ცენტრშია. თუმცა მისი პოპულარობა მაშინ დაიწყო, როდესაც 14 წლის ასაკში პირველად გამოჩნდა პოდიუმზე, დიზაინერ ბიჭოლას ჩვენებაზე. მას შემდეგ გოგონა მოდის შესახებ ბლოგებს წერდა და პერიოდულად ჩვენებებზეც გამოდიოდა. აქტიურობდა „ინსტაგრამზე“, სადაც ხშირად აქვეყნებდა საკუთარ ფოტოებს, შორტებში და საცურაო კოსტიუმებში.
დაოჯახების შემდეგ ნანუკას ჩაცმის სტილი რადიკალურად შეიცვალა. ახალი გათხოვილი არჩევნებზე ოჯახის წევრებთან ერთად კოჭამდე სიგრძის დიდი პალტოთი გამოჩნდა, რამაც საზოგადოების გაოცება გამოიწვია.
ნანუკას ჩაცმის სტილი ძალიან დაემსგავსა დედამთილის, ეკატერინე ხვედელიძის ჩაცმის სტილს, რომელიც წელში გამოყვანილი კაბების ჩაცმითა და მკაცრი კოსტიუმებითაა ცნობილი. დუტის ქურთუკებისა და ჯინსების შემდეგ მოდელის გულშემატკივრებს თვალში უცნაურად ხვდებათ უეცრად დაქალებული გოგონა. თუმცა, როგორც ჩანს, ახალი ცხოვრებით ნანუკა კმაყოფილია.
ახლა ძირითადად „ტიკტოკზე“ ვიდეოების გადაღებითა და შვილის მოვლით არის დაკავებული. მილიარდელმა მამამთილმა სამშობიაროდ მინი-საავადმყოფო მოუწყო. ივანიშვილების ოჯახმა რძლის მშობიარობისთვის სპეციალურად უცხოეთის წამყვანი ექიმებიც კი მოიწვია საქართველოში.
ნანუკა გუდავაძე ბერასთან ქორწინებამდე საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტნის მერაბ შარიქაძის შეყვარებული იყო. წყვილის დაშორების შემდეგ გოგონა მალევე დაინიშნა ბერა ივანიშვილზე. თუმცა, ერთ-ერთ ინტერვიუში კაპიტანმა თქვა, რომ ბერა არ ყოფილა მათი დაშორების მიზეზი.
უცნობია, ახლა სად იმყოფება ცნობილი წყვილი, რადგან მარტში ცნობილი გახდა, რომ ბერამ ცოლ-შვილთან ერთად საქართველო დატოვა და სამხრეთ კორეაში, სეულში ნანუკას დასთან, დის ქმართან და მათ შვილთან ერთად გაემგზავრა. სწორედ პატარების ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა ნანუკამ „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე, რის მერეც მათი ოჯახის მისამართით მითქმა-მოთქმა არ წყდება.
„ინსტაგრამის“ გვერდზე, რომელიც სპეციალურად ნანუკა გუდავაძის ჩაცმულობას ეძღვნება, დეტალურად არის განმარტებული, რომელი ბრენდის რა ფასის სამოსი აცვია ცნობილი მილიარდერის რძალს.
ნანუკას გარდერობში არის ისეთი ბრენდები, როგორებიცაა Dolce & Gabbana-ს 1850 ევროიანი პიჯაკი, fendi-ს 1350-ევროიანი პერანგი, Andrew GN-ის ყვავილებიანი ცისფერი, გრძელი 2107-დოლარიანი კაბა, oscardelarenta-ს შავი ფერადყვავილებიანი 7260 გირვანქა სტერლინგად შეფასებული კაბა, mr self portrait-ის შავი 320-გირვანქა სტერლინგიანი კომბინეზონი და ა.შ.