მეცნიერებმა კორონავირუსის ხელოვნური წარმოშობა დაამტკიცეს

მეცნიერების თქმით, ეს უპრეცედენტო შემთხვევა იმაზე მეტყველებს, რომ ახალმა კორონავირუსმა ადაპტაციის დიდი პერიოდი გაიარა მანამ, სანამ ის ადამიანებში გავრცელდებოდა.
Sputnik

თბილისი, 7 ივნისი − Sputnik. ახალ კორონავირუს SARS-CoV-2-ს აქვს გენეტიკური კვალი, რომელიც არ გააჩნია ბუნებრივ კორონავირუსს, ნათქვამია გაზეთ The Wall Street Journal-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, რომლის ავტორებიც არიან კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი რიჩარდ მიულერი და სტივენ ქუეი.

რა წერია ანკეტებში? აშშ ჩინეთს პანდემიამდე დაავადებულთა ჩანაწერების გამოქვეყნებას სთხოვს

სპეციალისტებმა ახალ კორონავირუსს გენომების თანმიმდევრობაში CGG-CGG-კომბინაცია აღმოუჩინეს, რომელსაც მეცნიერები ხშირად იყენებენ ვირუსების გადამდებობისა და ლეტალურობის გასაზრდელად. წერილის ავტორების თქმით, ეს ერთგვარი სიგნალია იმისა, რომ ვირუსი ლაბორატორიული წარმოშობისაა.

ირკვევა, რომ ბუნებაში CGG-CGG უკიდურესად იშვითად გვხვდება. ქუეისა და მიულერის თქმით, ბუნებრივ კორონავირუსებს − SARS-სა და MERS-ს ასეთი თანმიმდევრობა არ გააჩნია და ასეთ შემთხვევაში ახალი კორონავირუსი მას თავისით ვერ მიიღებდა.

„კორონავირუსების ფაქტობრივად მთელ კლასში, რომელშიც CoV-2-იც შედის, კომბინაცია CGG-CGG, რომელიც ბუნებრივი გზით გაჩნდებოდა, ნაპოვნი არ არის. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში ვერ ვისაუბრებთ ვირუსების მიერ ახალი თვისებების შეძენაზე ჩვეულებრივი გზით“, − მიაჩნიათ მეცნიერებს.

ახალი კორონავირუსის ხელოვნურ წარმოშობაზე, ამერიკელი სწავლულების აზრით, მეტყველებს მკვეთრი განსხვავება მის გენეტიკურ მრავალფეროვნებაში — SARS-ისა და MERS-ის გამომწვევი ვირუსებისგან განსხვავებით. ეს ორი ვირუსი ბუნებრივი წარმოშობისაა და, ადამიანებს შორის გავრცელების კვალდაკვალ, მათ სწრაფი ევოლუცია დაიწყეს უფრო გადამდებ ფორმებად. SARS-CoV-2 კი განსხვავებულად იქცეოდა: ის ადამიანს უკვე უკიდურესად აგრესიულ ვერსიად ჩამოყალიბებული გადაედო. რამდენიმე თვის განმავლობაში კი საერთოდ არ ჰქონია არანაირი სერიოზული მუტაცია.

Daily Mail: მეცნიერებმა COVID-19-ის ხელოვნური წარმოშობის შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს

ქუეისა და მიულერის თქმით, ეს უპრეცედენტო შემთხვევა იმაზე მეტყველებს, რომ ახალმა კორონავირუსმა ადაპტაციის დიდი პერიოდი გაიარა მანამ, სანამ ის მოსახლეობას შორის გავრცელდებოდა. არსებობს ერთადერთი გზა ვირუსის ასეთად ქცევისთვის − მოდელირდეს მისი ბუნებრივი ევოლუცია და გაიზარდოს ადამიანის უჯრედებზე მაქსიმალური ეფექტის მიღწევამდე.

წერილის ავტორების თქმით, სწორედ ამით არიან დაკავებული ლაბორატორიებში, რომლებიც ვირუსების მუტაციებს სწავლობენ.

„CoV-2-ში CGG-თანმიმდევრობის არსებობა გენების სპლაისინგის დამაჯერებელი მტკიცებულებაა. <…> სამეცნიერო მონაცემები აჩვენებს, რომ კორონავირუსი ლაბორატორიაში შეიქმნა“, − ასკვნიან სწავლულები.

მანამდე ბრიტანელმა პროფესორმა ანგუს დალგლიშმა და ნორვეგიელმა ვირუსოლოგმა ბირგე სორენსენმა განაცხადეს, რომ ვირუსი SARS-CoV-2 ჩინეთის ლაბორატორიაში შეიქმნა სპეციალურად, შემდეგ კი მათ „კვალის წაშლა“ სცადეს. მისი აზრით, უჰანელ სპეციალისტებს ბუნებრივი ვირუსის უფრო გადამდებად ქცევა სურდათ, რათა ის უფრო სწრაფად გამრავლებულიყო ადამიანის უჯრედებში. ამისთვის დაემატა ვირუსს ახალი „საცეცი“. ასეთი მანიპულაციის დამახასიათებელი კვალი − ოთხი ამინომჟავისგან შემდგარი მწკრივია, რომლებიც დალგლიშმა და სორენსენმა SARS-CoV-2-ის „საცეცში“ იპოვეს. მათი თქმით, ასეთი თანმიმდევრობა ბუნებრივი ვირუსებისთვის უკიდურესად დაუჯერებელია.