COVID-19-ის სახიფათო კვალი: რომელი ორგანოები უნდა გაისინჯოთ განკურნების შემდეგ

ექიმები განკურნებულ პაციენტებს მიუთითებენ, რა ორგანოები გაისინჯონ და რა სახის კვლევები და მკურნალობა უნდა დანიშნოს სპეციალისტმა.
Sputnik

თბილისი, 7 ივნისი − Sputnik. კორონავირუსული დაავადება COVID-19-სგან განკურნებულმა პაციენტმა აუცილებლად უნდა ჩაიტაროს გამოკვლევები გულზე, ფილტვებზე, ფსიქიკაზე და ასევე უნდა გაესინჯოს ენდოკრინოლოგს, აცხადებენ ექიმები.

როგორც სპეციალისტები ამბობენ, კორონავირუსის ერთ-ერთი ყველაზე საშიში გართულება − მიოკარდიტია, გულის კუნთოვანი გარსის ანთება. ეს დაავადება ინფექციის მსუბუქი ფორმის შემთხვევაშიც კი იჩენს თავს.

ვინც COVID-19 გადაიტანა: დადგინდა ბუნებრივი იმუნიტეტის „ვარგისიანობის ვადა“

აღნიშნული დაავადების მთავარი სიმპტომებია: სისუსტე, ტკივილები გულში, ხველება, შეშუპებები, თავბრუსხვევა და ქოშინი. დიაგნოზის დასადგენად კარდიოლოგი ნიშნავს გულის ექოკარდიოგრაფიასა და მაგნიტო-რეზონანსულ ტომოგრაფიას, ასევე კვლევას გულის ტოპონინებზე და გულის უკმარისობის მარკერ pro-BNP-ს.

პაციენტს მოუწევს იმკურნალოს ანტივირუსული პრეპარატებით და დაიცვას წოლითი რეჟიმი. თუ ის ექიმის დანიშნულებას არ შეასრულებს, შესაძლოა გულის უკმარისობით დაავადდეს.

COVID-19-ის კიდევ ერთი ყველაზე გავრცელებული შედეგი − ჰიპერკოაგულაციაა, ანუ თრომბების წარმოქმნისადმი მიდრეკილება. ის ციტოკინური შტორმის გამო წარმოიქმნება. სისხლის შედედების სისტემაში დარღვევებს კი მრავლობითი მიკროსკოპული თრომბის წარმოქმნა მოსდევს, რის გამოც უარესდება სისხლის მიწოდება და ჩნდება ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა ქოშინი თუ ნევროლოგიური დარღვევებიც კი.

მიცვალებულებისგან COVID-19 არ გადაგედებათ: ინდოელი ექსპერტების კვლევის შედეგი

იმისათვის, რომ ჰემოსტაზის მდგომარეობა შემოწმდეს, ექიმი ნიშნავს კოაგულოგრამასა და D-დიმერს − თრომბწარმოქმნის მარკერს.

ასეთ შემთხვევაში მკურნალობა ხდება ანტიკოაგულანტებით. ამასთან საჭიროა მეტი აქტიური დასვენება და ბევრი წყლის სმა.

ექიმების თქმით, კორონავირუსს პირველი ტიპის დიაბეტის პროვოცირებაც შეუძლია იმ ადამიანებში, ვისაც ამ დაავადების მიმართ გენეტიკური მიდრეკილება აქვს. გარდა ამისა, ინფექციამ ასევე შეიძლება გამოავლინოს მეორე ტიპის დიაბეტის ნიშნებიც.

ამიტომ თუ ადამიანი შენიშნავს ისეთ სიმპტომებს, როგორებიცაა სისუსტე, სწრაფად დაღლა, გამუდმებული წყურვილი,  მხედველობის გაუარესება, წონაში კლება და ჭრილობების ნელი შეხორცება, საჭიროა, რომ ექიმს მიმართოს. სპეციალისტი დანიშნავს ანალიზებს პლაზმის გლუკოზასა და გლიკირებულ ჰემოგლობინზე, რაც დაავადებას ადრეულ ეტაპზე გამოავლენს.

ვის ურთულდება COVID-19: მეცნიერები ახალი კვლევის შედეგებს აქვეყნებენ

კორონავირუსით გამოწვეული ფიბროზული ცვლილებები ფილტვებში აბრკოლებს ჰაერგაცვლას და ამცირებს ჟანგბადით გაჯერების დონეს. განკურნების შემდეგ ადამიანს შესაძლოა კიდევ 1,5–3 თვის განმავლობაში ახველებდეს, ჰქონდეს ქოშინი.

პულმონოლოგთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ ორგანიზმი თავად გაუმკლავდება ავადმყოფობას. თუმცა ფილტვების სწარაფად აღსადგენად საჭიროა, რომ მწეველებმა სიგარეტს თავი დაანებონ, შეასრულონ სუნთქვითი ვარჯიშები და გაიკეთონ მასაჟები.

მედიკოსები ასევე აღნიშნავენ, რომ მათ, ვინც COVID-19 გადაიტანა, უქვეითდებათ მეხსიერება, უჩნდებათ პანიკური შეტევები და ეწყებათ გუნების მკვეთრი ცვალებადობა. ხშირად ემართებათ უძილობაც.

დადგინდა კავშირი სისხლის ჯგუფსა და 49 დაავადებას შორის: მეცნიერული კვლევა>>

ეს ყოველივე ვირუსის ნეიროტოქსიკური ზემოქმედებით, ნერვული სისტემისა და ტვინის დაზიანებითაა გამოწვეული. ამისათვის საჭიროა, რომ კოვიდ-გადატანილებმა მეტი დაისვენონ, ისეირნონ, იკვებონ საათობრივად. გარდა ამისა, მეხსიერების აღდგენაში დაგეხმარებათ თავსატეხებისა და კროსვორდების ამოხსნა.