კრიმინალი საქართველოში: შსს ახალ სტატისტიკას აქვეყნებს

საქართველოში ყველაზე გავრცელებული დანაშაული კვლავ ქურდობაა – ოთხ თვეში დაახლოებით 5,5 ათასი ასეთი შემთხვევა დარეგისტრირდა.
Sputnik

თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. საქართველოში 2021 წლის 1 იანვრიდან 30 აპრილამდე პერიოდში დაახლოებით 19,3 ათასი დანაშაული დაფიქსირდა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 0,5%–ით ნაკლებია, ნათქვამია შსს–ს ვებ–გვერდზე განთავსებულ მასალებში.

2021 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირებული დანაშაულებიდან გახსნილია მესამედზე მეტი, დანარჩენების გამოძიება გრძელდება.

შსს–ს მასალების მიხედვით, საქართველოში თვეში საშუალოდ 4,5–5 ათასი დანაშაული ფიქსირდება.

თვე  დანაშაულის რაოდენობა
აპრილი5 350
მარტი5 145
თებერვალი     4 915
იანვარი   4 703

დანაშაული საქართველოში

საქართველოში ყველაზე გავრცელებული დანაშაული კვლავ ქურდობაა – იანვრიდან აპრილის ჩათვლით დაახლოებით 5,5 ათასი ასეთი შემთხვევა დარეგისტრირდა. აქედან გახსნილია 31,28%.

მეორე ადგილზეა ოჯახური ძალადობა. ოთხ თვეში დაფიქსირდა 1,8 ათასი ოჯახური ძალადობის შემთხვევა. აქედან გახსნილია 64,2%.

მესამე ადგილზე კი სატრანსპორტო დანაშაული აღმოჩნდა – 1,3 ათასი ფაქტი ოთხ თვეში, საიდანაც გახსნილია 6,54%.

ყველაზე ხშირი დანაშაულის ხუთეული

დანაშაულის სახეობაშემთხვევების რაოდენობა
ქურდობა5 476
ოჯახური ძალადობა1 767
სატრანსპორტო დანაშაული1 269
ნარკოდანაშაული   1 200
მუქარა    1 075

გარდა ამისა, შსს–ს მონაცემებით, 2021 წლის პირველ ოთხ თვეში ქვეყანაში დარეგისტრირდა 28 მკვლელობა, აქედან 12 – განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი, 112 – ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება, 42 – გაუპატიურება, 3 - ადამიანების მძევლად აყვანა, 6 – ადამიანებით ვაჭრობა, 6 – მექრთამეობა, 5 - ტერორიზმი.

რამდენი დაისაჯა

საქართველოში 2021 წლის 1 იანვრიდან 30 აპრილამდე ჩათვლით პერიოდში სხვადასხვა სახის ჩადენილი დანაშაულისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მიეცა 6.618 ადამიანი. აქედან 454 პირობით სასჯელს იხდიდა. აქედან 2.178 დაკავებული სისხლის სამართლის პასუხისგებაში თბილისში მისცეს.