კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: პაციენტთა 7%-ის მდგომარეობა მძიმეა

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 504-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 349.098-ს მიაღწია.
Sputnik

თბილისი, 6 ივნისი  – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 504 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 258 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილს ინაწილებენ აჭარა და იმერეთი, შემდეგ მოდის სამეგრელო-ზემო სვანეთი.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:

აჭარა - 50, იმერეთი - 50, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 48, ქვემო ქართლი - 36, კახეთი - 24, შიდა ქართლი - 15, მცხეთა-მთიანეთი - 8, სამცხე-ჯავახეთი - 8, გურია - 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1.201 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 333.505-მდე.

პირველი ინფექციონისტი: თბილისში პირბადის ტარება არ სურთ

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 17 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 4.910-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 10.657 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 3.418 პაციენტი. მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -  1.908, აჭარაში - 328, იმერეთში - 416.

752 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 207 პირი, მათგან თბილისში - 136, აჭარაში - 11, იმერეთში - 12, კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 630 ადამიანი, მათ შორის 373 - თბილისში, 227- აჭარაში. 6.609 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 25 ადამიანი (ყველა თბილისში).

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 16 462 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 8.212, პირი, აჭარაში - 2.210, იმერეთში - 1.201.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 504-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 349.098-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.