მოტოციკლის მართვის უფლების აღების მსურველებს გამოცდაზე განახლებული მოტოპარკი დახვდებათ

ახალი მოტოციკლები სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და აღჭურვილია ყველა საჭირო დამცავი მექანიზმით, ხოლო გამოცდაზე გამსვლელმა პირებმა სასურველია საკუთარი ჩაფხუტი იქონიონ.
Sputnik

თბილისი, 5 ივნისი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ მოტოპარკი Kawasaki-ს მარკის 16 მოტოციკლით განაახლა, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

მოპედების მფლობელებს მალე მართვის მოწმობის აღება მოუწევთ: მინისტრის განმარტება

ახალი მოტოციკლები სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და აღჭურვილია ყველა საჭირო დამცავი მექანიზმით, რაც საგამოცდო პროცესის უსაფრთხოდ ჩატარებას უზრუნველყოფს.

აღინიშნა, რომ ყველა დაინტერესებული პირი A/A1 კატეგორიისა და ქვეკატეგორიის მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებას შეძლებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეულში.

შსს-ში განმარტავენ, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით, გამოცდაზე გამსვლელმა პირებმა სასურველია, გამოიყენონ საკუთარი უსაფრთხოების დამცავი ჩაფხუტი.

„მომსახურების სააგენტო, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, კვლავ სრულად ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს“, - ნათქვამია განცხადებაში.