ყვითელი ამბები

„მირანდა ქმარზე 6 წლით უფროსია...“ – რას წერენ ქართველი მოდელის გახმაურებულ ქორწილზე

ცნობილი ხდება, ვინ არის ქართველი „ირინა შეიკის“, მოდელ მირანდა შელიას რჩეული. ირკვევა, რომ მილიარდერის შვილიშვილი ის ბლოგერია, რომელიც მოხალისეებს ფულის სანაცვლოდ პარკში გაშიშვლებას, ან შარდის დალევას სთავაზობდა.
Sputnik

30 მა­ისს რუ­სეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის ბლო­გე­რი, ინფლუ­ენ­სე­რი და ფო­ტო­მო­დე­ლი მი­რან­და (მიმი) შე­ლია და­ო­ჯახ­და. შე­ლი­ას ქორ­წი­ნე­ბით განსაკუთრებით დაინ­ტე­რე­სდა რუ­სუ­ლი მასმე­დია, რად­გან ქა­ლის რჩე­უ­ლი რუსი მი­ლი­არ­დე­რის შვი­ლიშ­ვი­ლი გრი­გო­რი (გრი­შა) მა­მუ­რი­ნი აღ­მოჩ­ნდა.

წყვი­ლის ხე­ლმო­წე­რის ცე­რე­მო­ნი­ის შემ­დეგ მასმე­დი­ა­ში გაჩ­ნდა სა­თა­უ­რე­ბი: „ფი­ო­დორ სმო­ლო­ვის ყო­ფი­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ცო­ლად მი­ლი­არ­დე­რის შვი­ლიშ­ვილს გაჰ­ყვა“, „როს­ტო­ველ­მა მო­დელ­მა მი­ლი­არ­დე­რის ვაჟ­ზე იქორ­წი­ნა“, „მი­ლი­არ­დე­რის შვი­ლიშ­ვილ­მა ცო­ლად 6 წლით უფ­რო­სი ქალი მო­იყ­ვა­ნა“.

მი­რან­და­სა და გრი­შას შო­რის სხვა­ო­ბა ნამ­დვი­ლად 6 წე­ლია. 28 წლის მო­დე­ლის მე­ო­რე მე­უღ­ლე 22 წლის ბლო­გე­რია. რუ­სულ მე­დი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ წყვი­ლის გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი რო­მა­ნი შო­კის­მომ­გვრე­ლი აღ­მოჩ­ნდა შე­ლი­ას „ინ­სტაგ­რა­მის“ მი­ლი­ო­ნამ­დე მიმ­დევ­რის­თვის.

ხე­ლმო­წე­რის ცე­რე­მო­ნი­ას ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი­დან ქეთა თო­ფუ­რია და მოს­კოვ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის დი­ზა­ი­ნე­რი ლიკა ალა­დაშ­ვი­ლი ესწრებოდნენ. წყვილს ქორ­წი­ლი არ ჰქო­ნია, ურ­თი­ერ­თო­ბა მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე მე­გობ­რის თან­დას­წრე­ბით და­ა­კა­ნო­ნეს. თუმ­ცა მი­ლი­არ­დე­რის ახალ რძალს ხელ­მო­წე­რის ცე­რე­მო­ნი­აზე ტომ ფორ­დის ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი კაბა და ფეხ­საც­მე­ლი ეცვა. საყ­ვა­რელ­მა მა­მა­კაც­მა კი რჩე­ულს „კარ­ტი­ეს“ ფირ­მის ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სა­ქორ­წი­ნო ბე­ჭე­დი აჩუ­ქა.

მი­რან­დას რჩე­უ­ლი გარ­დაც­ვლი­ლი რუსი მი­ლი­არ­დე­რის იგორ ნეკ­ლი­უ­დო­ვის შვი­ლიშ­ვი­ლია. ნეკ­ლიუ­დო­ვი ხა­ბა­როვ­სკის რა­ი­ონ­ში რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნი­ას ფლობ­და. მის მემ­კვიდ­რე­ო­ბა­შია კი­ნო­თე­ატ­რე­ბის ქსე­ლი, რუ­სე­თის სრულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ფი­ნტეს-კლუ­ბე­ბის ქსე­ლი. ნეკ­ლიუ­დო­ვი ტე­ლე­კომ­პა­ნია Dal TV-TNT-ს დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი იყო.

ბიზ­ნეს­მე­ნი, რომ­ლის ქო­ნე­ბაც 150 მი­ლი­არდ რუბ­ლად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი, 2017 წლის 19 ივ­ლისს გუ­ლის შე­ტე­ვით გარ­და­იც­ვა­ლა 73 წლის ასაკ­ში. გრი­შას დედა ოჯა­ხუ­რი ბიზ­ნე­სი­დან ფიტ­ნეს-კლუ­ბე­ბის ქსელს ხელ­მძღვა­ნე­ლობს მშობ­ლი­ურ ხა­ბა­როვ­სკში. მამა, კონ­სტან­ტი­ნ მა­მუ­რი­ნი, წარ­სულ­ში სპორ­ტსმე­ნი იყო და წლე­ბის მან­ძილ­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი იყო კა­რა­ტე­თი.

თა­ვად გრი­გო­რი მა­მუ­რი­ნი ცნო­ბი­ლი გახ­და 16 წლის ასაკ­ში, რო­დე­საც გორ­კის პარკში გა­და­ღე­ბულ მის ერთ-ერთ ბლოგ­ზე გამ­ვლე­ლებს ფუ­ლის სა­ნაც­ვლოდ არას­ტან­დარ­ტულ და­ვა­ლე­ბებს აძ­ლევ­და - მა­გა­ლი­თად, უნდა მი­ერ­თმი­ათ გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი საკ­ვე­ბი, ნა­გა­ვი, და­ე­ლი­ათ სა­კუ­თა­რი შარ­დი. ამ სკან­და­ლის შემ­დეგ ბა­ბუ­ამ იგი ხა­ბა­როვ­სკში დააუბ­რუ­ნა და მისი გან­მე­ო­რე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბა გა­და­წყვი­ტა, რის შემ­დე­გაც დიდი ხანი უც­ნო­ბი იყო, რას საქ­მი­ა­ნობ­და გრი­შა.

რაც შე­ე­ხე­ბა მი­რან­დას ცხოვ­რე­ბას, მას შემ­დეგ, რაც ქარ­თველ ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი ჭან­ტუ­რი­ას­თან მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბა და­ას­რუ­ლა, მისი ახა­ლი რჩე­უ­ლი რუსი ფეხ­ბურ­თე­ლი ფი­ო­დორ სმო­ლო­ვი გახ­და. მის შემდეგ შელია რეპერ ვლადისლავ რამს ხვდებოდა, თუმცა წყვილის ორწლიანი რომანი დაშორებით დასრულდა.