ყვითელი ამბები

„არაამქვეყნიურ არსებებს ჩემთან სექსის მცდელობა ჰქონდათ...“ – მარიამ ციმინტიას აღიარება

ნათელმხილველი მარიამ ციმინტია საქართველოში ცნობილია როგორც მომღერალი და მსახიობი, იყო რუსული სატელევიზიო პროექტის „ექსტრასენსთა ბრძოლის“ მეოცე სეზონის მონაწილე და უპირობო ლიდერი მთელი შოუს განმავლობაში.
Sputnik

ნათელმხილველი მარიამ ციმინტია ეკა ჩხეიძის გადაცემაში „ყვითელი ყუთი“ აცხადებს, რომ ხშირად ჰქონია არაამქვეყნიურ არსებებთან კონტაქტი და მათ მასთან სექსუალური ურთიერთობის დამყარების მცდელობებიც ჰქონიათ. როგორც ციმინტია იხსენებს, ერთხელ მან ერთ-ერთის შავი სილუეტიც კი დაინახა გამთენიისას და მისგან თავის დახსნა ყვირილით შეძლო.

„ექსტრასენსთა ბრძოლის“ ფინალისტი მარიამ ციმინტია: ნუ იყურებით მომავალში...“

წამყვანი დაინტერესდა, რატომ ირჩევენ ეს არსებები ქალებს და თუნდაც მას. ციმინტიამ ეს იმით ახსნა, რომ მედიუმებს განსხვავებული აურა აქვთ, განსაკუთრებით კი იმ ქალებს, ვისაც დიდი ხანია მამაკაცი არ ჰყოლია და ამას არაამქვეყნიური არსებები კარგად გრძნობენ. წაუკითხავს, რომ ბევრი ქალი მათ დანებდა და ერთ-ერთი იმასაც ამბობდა, რომ ეს არსება უყვარდა, რადგან არაამქვეყნიურ სიამოვნებას ანიჭებდა.

მუსიკა, რომელიც კურნავს - „ექსტრასენსთა ბრძოლის“ ფინალისტ მარიამ ციმინტიას ახალი კლიპი >>>

როგორც მარიამმა აღნიშნა, მას ვერასდროს ექნებოდა სექსუალური ურთიერთობა მსგავსი ტიპის არსებებთან, რადგან მათი განსაკუთრებულად ეშინია და თანაც, თუ ასეთი არსება შენამდე მოაღწევს, ცხოვრებაში ცუდი პერიოდი გეწყება – არც ერთი მამაკაცი ახლოს აღარ გაგეკარება და ბევრი უბედურება დაგატყდება თავს.