კონკურსში „რუსეთის ლიდერები“ 11 ათასი კაცი მიიღებს მონაწილეობას

კონკურსის გამარჯვებულები რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობას მიიღებენ გამარტივებული სქემით და ერთი მილიონი რუბლის საგანმანათლებლო გრანტსაც დაეუფლებიან.
Sputnik

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. საერთაშორისო კონკურსში „რუსეთის ლიდერები“ მონაწილეობის მისაღებად განაცხადი 150 ქვეყნის 11 ათასმა მოქალაქემ წარადგინა, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ სერგეი კირიენკომ.

ყველაზე მეტი განაცხადი ყაზახეთის, ბელარუსის, უკრაინის, ყირგიზეთის, უზბეკეთის, მოლდოვისა და სომხეთის მოქალაქეებმა წარადგინეს. მათ შორის არიან: მეცნიერები, პედაგოგები, მედიასაშუალებების ხელმძღვანელები და საზოგადო მოღვაწეები.

კონკურსი „რუსეთის ლიდერები“: როგორ მიიღებენ უცხოელები რუსეთის მოქალაქეობას

ვის შეუძლია მონაწილეობა

კონკურსი „რუსეთის ლიდერების“ მიზანია პერსპექტიული ხელმძღვანელების მოძიება და მხარდაჭერა. მასში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც რუსეთის ფედერაციის, ისე უცხოეთის სახელმწიფოთა 18-დან 55 წლამდე ასაკის მოქალაქეებს.

კონკურსის მონაწილეებმა რამდენიმე ეტაპი უნდა გაიარონ: დისტანციური, კომპიუტერული ტესტირება, რეგიონული ფინალი და სუპერფინალი.

გამარჯვების პრეტენდენტებს მართვის ორწლიანი (არანაკლებ) გამოცდილება უნდა ჰქონდეთ. ამასთან უცხოელები ასევე უნდა იყვნენ მზად რუსეთში, ან რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლობებში, რუსეთის კომერციული და არაკომერციული ორგანიზაციების უცხოეთის ქვედანაყოფებში ცხოვრებისა და მუშაობისთვის.

ჯილდოები

ტრეკის გამარჯვებულებს შეუძლიათ გამარტივებული სქემით მიიღონ რუსეთის მოქალაქეობა. კონკურსის სუპერფინალში გასულები ერთი მილიონი რუბლის ოდენობის საგანმანათლებლო გრანტის მფლობელები გახდებიან. ტრეკის ფინალისტები კი რუსეთში ბინადრობის უფლებას მიიღებენ.

სუპერფინალის გამარჯვებულები შეძლებენ მონაწილეობა მიიღონ სასწავლო პროგრამაში რუსეთის სახელისუფლებო ორგანოებისა და ბიზნეს-საზოგადოების წამყვან ხელმძღვანელებთან ერთად.

პრიმაკოვი: გვსურს განათლების მეშვეობით გავაძლიეროთ სხვა ქვეყნები

ტრეკის წარმატებული მონაწილეები რუსეთის საკადრო რეზერვის ნაწილი ხდებიან.

ტრეკის შედეგები რუსული პრესის 22-ე მსოფლიო კონგრესზე დაჯამდება, რომელიც 2022 წლის მარტში გაიმართება.

„რუსეთის ლიდერების“ საერთაშორისო მიმართულება სააგენტო Baltnews-ის შეფ-რედაქტორის მოადგილის ალინა გერლინიას ინიციატივით დაარსდა. მან ერთ-ერთ ღონიძიებაზე, რომელშიც ვლადიმირ პუტინი მონაწილეობდა, წინადადებით მიმართა პრეზიდენტს, კონკურსში ცალკე სპეციალიზაცია დანერგილიყო უცხოეთის მოქალაქეებისთვის, მათ შორის, რუსეთის უმაღლესების კურსდამთავრებულებისთვის, და ასევე გამარტივებულიყო რუსეთის მოქალაქეობის მიღება ნიჭიერი ადამიანებისთვის. პრეზიდენტმა ინიციატივას მხარი დაუჭირა.

კონკურსის ისტორია

„რუსეთის ლიდერების“ პირველი კონკურსი 2017-2018 წლებში ჩატარდა. მაშინ განაცხადი დაახლოებით ორასმა მსურველმა წარადგინა, რომელთაგან 103 კაცი გახდა გამარჯვებული.

მეორე სეზონი 2018-2019 წლებში გაიმართა და საერთაშორისო გახდა. მასზე 227 ათასი განაცხადი იყო წარდგენილი 68 ქვეყნიდან. გაიმარჯვა 104-მა კონკურსანტმა.

მესამე სეზონში 234 ათასი კაცი მონაწილეობდა და 106-მა კონკურსანტმა გაიმარჯვა.

აღნიშნული კონკურსი არის ფლაგმანი პროექტი პლატფორმისა „რუსეთი — შესაძლებლობების ქვეყანა“, რომელსაც ახალგაზრდობის მსოფლიო ფესტივალზე ჩაეყარა საფუძველი სოჭში 2017 წელს ვლადიმირ პუტინის ინიციატივით. პლატფორმა აერთიანებს საგანმანათლებლო, საკადრო და სოციალურ პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობს მოქალაქეთა თვითრეალიზაციასა და საზოგადოებრივი ინიციატივების პოპულარიზაციას.