ყვითელი ამბები

„ლამაზი გოგო სიყვარულით მთვრალია...“ - გიორგი გილიგაშვილი სალომე ჭაჭუას ვიდეოს აქვეყნებს

28 წლის გიორგი გილიგაშვილი ჩოხოსანია. ფართო საზოგადოებამ ტელეპროექტ „ტიფლისიდან“ გაიცნო, მან მონაწილეობა მიიღო ასევე სერიალ „ქერჩშიც“
Sputnik

ცოტა ხნის წინ გიორგი გილიგაშვილმა თავის „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა ვიდეო, რომლის აღწერაშიც მიუთითა, რომ ახალ მუსიკალურ ვიდეოს გვთავაზობს, სახელად: „სიმღერა მაგარი რამეა“. სიმღერაში შემდეგ სიტყვებსაც მოისმენთ: „ლამაზი გოგო ცეკვავს ჩემ წინ და სიყვარულით მთვრალია“.

სალომეს გამოჩენა ხელმომწერებს ძალიან გაუხარდათ და დადებითმა კომენტარებმაც არ დააყოვნა. მოცეკვავემ ვიდეოს ნაწილი პირად გვერდზეც გამოაქვეყნა, შემდეგი აღწერით: „იხილეთ კლიპის მონაკვეთი. სიყვარულის ადამიანი ხარ“.

„მგონი შენი ვიქნები“ - ნინი ბადურაშვილის და გიორგი გილიგაშვილის სიმღერა - ვიდეო

28 წლის გიორგი გილიგაშვილი ჩოხოსანია. ფართო საზოგადოებამ ტელეპროექტ „ტიფლისიდან“ გაიცნო, მან მონაწილეობა მიიღო ასევე სერიალ „ქერჩშიც“. სერიალში სწორედ მისი განსხვავებულობის გამო მოხვდა.

გიორგი გილიგაშვილი მსახიობიც არის, მუსიკოსიც, პოეტიც, მაგრამ ორი სიტყვით გახდა პოპულარული. სიმპათიურ ჩოხოსანს ბევრი თაყვანისმცემელი ქალი ჰყავს, მისი გული კი ჯერჯერობით თავისუფალია.