ფასები საქართველოში უსწრაფესად იზრდება: ინფლაციის ახალი სტატისტიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზით, წლიური ინფლაცია 2021 წელს იქნება 6,5%, მიზნობრივი მაჩვენებელია 3%.
Sputnik

თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. წლიურმა ინფლაციამ საქართველოში (2021 წლის მაისში 2020 წლის მაისთან შედარებით) 7,7% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელია 3%, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.

2021 წლის მაისში, 2021 წლის აპრილთან შედარებით, ინფლაციის დონემ შეადგინა 0,72%. აპრილში კი ინფლაცია 0.9% იყო.

საქართველოში დოლარის კურსი ეცემა – ფინანსთა მინისტრის მოლოდინები

„საქსტატის“ მონაცემებით, მაისში ფასები კომუნალურ გადასახადებზე 36%-ით გაიზარდა, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა წლიურ ინფლაციაზე ბოლო თვეების განმავლობაში.

გასული წლის ბოლოს საქართველოში გაიზარდა სამომხმარებლო ტარიფები ელექტროენერგიაზე, გაზზე (საწარმოებისთვის) და წყალზე, თუმცა მთავრობამ კომუნალურ მომსახურებაზე მოსახლეობის ხარჯების სუბსიდირება გადაწყვიტა. კერძოდ, სუბსიდია ეხებოდა მოქალაქეებს, რომელთა ელექტროენერგიის მოხმარება არ აღემატება 200 კვტ/სთ-ს და ბუნებრივი აირის – 200 კუბურ მეტრს.

ეს გადაწყვეტილება აისახა ინფლაციის დონეზე, რომელიც ორი თვის განმავლობაში მიზნობრივ დონეზე დაბალი იყო, მაგრამ ეს პროგრამა მარტში დასრულდა, რამაც ინფლაციის ზრდა გამოიწვია.

ფასები საქართველოში უსწრაფესად იზრდება: ინფლაციის ახალი სტატისტიკა

მაისში, აპრილთან შედარებით, ფასები შემცირდა განათლებაში (0.1%), ხოლო გაიზარდა ჯანდაცვაში (0.9%), სასტუმროებში, რესტორნებში (1.4%) და ტრანსპორტზე (2%). მაისში სურსათზე ფასები 0.3%-ით გაიზარდა.

ეკონომიკა იზრდება, ლარი მყარდება... დაიკლებს თუ არა ფასები?>>

რა ახდენს გავლენას ფასების დინამიკაზე საქართველოში

ინფლაციის დინამიკაზე გავლენას ახდენს ფასების ზრდა საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე, რაც აისახება ფასების ზრდაზე ზოგიერთ ნავთობის და სასურსათო ჯგუფებზე, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.

„ჯერ კიდევ დაბალი გამოშვების ფონზე პროდუქციაზე საშუალო დანახარჯები კვლავ მაღალია, რაც ინფლაციაზე დამატებით აღმავალ ზეწოლას განაპირობებს... პარტნიორ სავაჭრო ეკონომიკებში ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესები გარკვეულწილად ადგილობრივ სავალუტო ბაზარსაც გადმოეცემა. ეს უკანასკნელი კი, ეკონომიკის მაღალი დოლარიზაციის პირობებში, ფასების ზრდაზე კიდევ უფრო მეტ წნეხს აჩენს“, – აღნიშნავს რეგულატორი.

ეროვნული ბანკის პროგნოზით, 2021 წელს წლიური ინფლაცია 6,5%-ის დონეზე იქნება, შემდეგ კი მიზნობრივ მაჩვენებელს ეტაპობრივად მიუახლოვდება.

რამდენით გაიზარდა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე საქართველოში>>

რეგულატორი მიიჩნევს, რომ მიზნობრივზე მაღლა ინფლაციის დონის გრძელვადიანი შენარჩუნება ინფლაციური მოლოდინების ზრდის რისკს ქმნის, რაც შეიძლება აისახოს ინფლაციის ზრდაზე მომავალში. ამასთან დაკავშირებით ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო და რეფინანსირების განაკვეთი 9,5%-მდე გაზარდა.