„აკრძალვის ზონა“: რუსული „ისკანდერები“ ახალი რაკეტებით აღიჭურვა

რუსული იარაღის ტექნოლოგიების განვითარება პოტენციური აგრესორების შეკავებისა და მშვიდობის შენარჩუნებისკენაა მიმართული.
Sputnik

სტაბილურობის განმტკიცების ერთ-ერთ საიმედო ინსტრუმენტად ოპერატიულ−ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი „ისკანდერ−М“ რჩება, რომელიც დროთა განმავლობაში ხვეწს საბრძოლო შესაძლებლობებს. ახალი მართვადი სტელს−რაკეტები სავარაუდო მოწინააღმდეგის თავის ტკივილად იქცევა.

მოსაზრება: კარგ მოცეკვავეს „ისკანდერები“ ხელს არ უშლის - რა განაცხადა ფაშინიანმა

მრავალმიზნობრივმა „ისკანდერ-М“-მა ახალი, მოწინააღმდეგის რადარებისთვის სრულიად შეუმჩნეველი ზეზუსტი აერობალისტიკური რაკეტა მიიღო, რომელიც მთელი ფრენის განმავლობაშია მართვადი და ურთულესი მანევრების შესრულების უნარი აქვს. მას სამიზნის განადგურება 500 კმ-მდე მანძილზე შეუძლია. შექმნილია მართვის უფრო სრულყოფილი სისტემა, კონსტრუქციაში ფართოდაა გამოყენებული კომპოზიტური მასალები. ახალ უჩინარ რაკეტას შენარჩუნებული აქვს კრეისერული სიჩქარე (7500 კმ/სთ) და საბრძოლო ნაწილის აღჭურვილობის ძირითადი ვარიანტები: მსხვრევად−ფუგასური, კასეტური და სპეციალური (ბირთვული). მანამდე „ისკანდერის“ საბრძოლო მასალების ხაზში აერობალისტიკური რაკეტების ხუთი მოდიფიკაცია და ორი ტიპის ფრთოსანი რაკეტა შედიოდა.

თავდაცვით თემატიკაზე ერთ-ერთ შეხვედრაზე ვლადიმირ პუტინმა „ისკანდერების“ ტექნოლოგიურ და საბრძოლო უპირატესობებზე ისაუბრა უცხოურ ანალოგებთან შედარებით. ნატოელი სტრატეგების ვერსიით, „ისკანდერ-М“ რუსული იარაღის ყველაზე საშიშ სახეობათა სამეულში შედის საზენიტო−სარაკეტო სისტემა С-400 „ტრიუმფთან“ და სანაპირო სარაკეტო კომპლექს „ბასტიონთან“ ერთად. ამასთან „ისკანდერი“ გამუდმებით ზრდის საბრძოლო შესაძლებლობებს, წარმატებით ითვისებს სახმელეთო და საზღვაო საომარო მოქმედებების თეატრს სხვადასხვა გეოგრაფიულ განედებზე, შემოწმებულია სირიაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. ექსპერტების აზრით, სამოდერნიზაციო პოტენციალი საშუალებას მისცემს „ისკანდერს“, მსოფლიოში საუკეთესოდ დარჩეს 2030 წლამდე.

მოსაზრება: რისთვის ირგებს „ისკანდერი“ საზღვაო სამოსს

მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ისკანდერ−М“-ის ათივე სარაკეტო ბრიგადა გადაიარაღდება და მათ სამი ახალიც დაემატება. რუსეთის თავდაცვითი მრეწველობა ყოველწლიურად ორ ბრიგადულ კომპლექტს უშვებს. „ისკანდერ−Э“-ს საექსპორტო ვერია სომხეთისა და ალჟირის შეიარაღებაშია შესული.

საბრძოლო შესაძლებლობები

„ისკანდერის“ დანიშნულება მოწინააღმდეგის ჯარების განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი დაჯგუფების განადგურებაა: საკომადო პუნქტების, საზენიტო რაკეტებისა და საშუალო რადიუსის ბირთვული ქობინების მქონე რაკეტების გამშვები დანადგარების, აეროდრომების, სამხედრო ხომალდებისა და სხვა სამიზნეებისა.

„ისკანდერ−М“-ის ბრიგადის კომპლექტი შედგება 51 მანქანისგან: 12 გამშვები დანადგარის, 12 სატრანსპორტო−დამტენი, 11 საკომანდო−საშტაბო და ბრიგადების საცხოვრებელი 14 მანქანისგან. ბრიგადას ორ წუთში 24 რაკეტით შეუძლია იერიში, გაძლიერებული ბრიგადის ზალპი კი 32 რაკეტაა.

ნატოს წევრ ქვეყნებს „ისკანდერების“ კალინინგრადში განთავსება სახიფათოდ მიაჩნიათ

„ისკანდერის“ აერობალისტიკური რაკეტები (მასა 3,8 ტონა, სიგრძე — 7,2 მ) კვაზიბალისტიკური ტრაექტორიით დაფრინავს 50 კმ-მდე სიმაღლეზე, ფრთოსანი რაკეტები კი 6-7 მ სიმაღლეზე ფრენს სამიზნისკენ რელიეფის შემოვლით. ისინი 500 კმ-ს ოთხ წუთში ფარავენ და სამიზნეს ერთ მეტრზე მეტით არ სცდებიან. მათი მცირე შემჩნევადობა შანსს არ უტოვებს არც ერთ უკვე არსებულ თუ პერსპექტიულ რაკეტ- და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვით სისტემას. რაკეტებს აქტიური მანევრირების უნარი აქვს და მათი ტრაექტორია სრულიად არაპროგნოზირებადია. „ისკანდერის“ რაკეტების ჩაჭერა ან მათი შეხვედრის წერტილის გამოთვლა პრაქტიკულად შეუძლებელია. მსგავსი თვისებები მსოფლიოში არც ერთ სხვა ოპერატიულ−ტაქტიკურ რაკეტას არ აქვს.

„ისკანდერ−М“-ის სარაკეტო ბრიგადის მართვის სისტემა ეფექტურ საბრძოლო გამოყენებას უზრუნველყოფს სარაკეტო დარტყმების მომზადებისა და შეტევის ძირითადი პროცესების ინტეგრაციისა და ავტომატიზაციის წყალობით. „ისკანდერს“ რეალური დროის რეჟიმში შეუძლია მიიღოს სამიზნე დანიშნულებები ავიაციისგან, ფლოტისგან, დაზვერვისგან, დრონებისგან. აქვს ზღვაში მოძრავ სამიზნეებზე შეტევის მიტანის უნარი.

„ისკანდერების“ პირველი სროლები საზღვაო სამიზნეებზე 2020 წლის ზაფხულში გაიმართა სამხრეთ სამხედრო ოლქში. სანაპირო კომპლექს „ბალთან“ და „ბასტიონთან“ ერთად უფრო მძლავრ „ისკანდერს“ სანაპიროს ეშელონური თავდაცვის გამაგრება და ქვეყნის საზღვაო საზღვრების მიუდგომლად ქცევა შეუძლია.

მოსაზრება: რუსეთს ნატოს 8000 ფრთოსანი რაკეტისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია

უნდა აღინიშნოს, რომ „ისკანდერების“ მუდმივი განთავსება კალინინგრადის ოლქში უკავშირდება ნატოს სამხედრო აქტიურობას ბალტიის რეგიონში. ეს რუსეთის რეაქციაა „პარტნიორების“ აგრესიულ სამზადისზე.

არასრულფასოვნების კომპლექსი

„ისკანდერებით“ აღჭურვილ ათ სარაკეტო ბრიგადას თითქმის 300 ზეზუსტი რაკეტით შეუძლია ზალპი. იგივე შეუძლია გაიმეოროს გამშვები დანადგარების გადატენვის შემდეგ. ამ მძლავრი იარაღის დანიშნულება არ არის აგრესია, თუმცა მაინც აღიზიანებს ნატოს. და არა მარტო იმიტომ, რომ საპირწონე არ გააჩნიათ. „ისკანდერ-М“ საუკეთესო უცხოურ ანალოგებს (Lance, ATACMS, Pluton) აღემატება სიზუსტით, რაკეტების გასაშვებად მომზადების ოპერატიულობითა და სხვა მახასიათებლებით. აშშ-ში კი უარი თქვეს საკუთარ ანალოგზე, ვინაიდან უბრალოდ ვერ შეძლეს მისი შექმნა.

ნატოს დოქტრინის თანახმად, „ისკანდერ-М“ „წვდომისთვის აკრძალული ზონის“ შექმნის საშუალებაა, ალიანსის ძალები ვერ შეძლებენ განადგურების რადიუსში (500 კმ) მოქმედებას „მიუღებელი ზარალის“ რისკის გარეშე. რაც კიდევ მეტ წუხილს ჰგვრის „პარტნიორებს“.

ამასთან აშშ-ის სამხედრო−საჰაერო ძალების სტრატეგიული ბომბდამშენების გეგმური ფრენები ბალტიის თავზე და სანქტ-პეტერბურგის მახლობლად განლაგებული ბალტიისპირეთის პოლიგონების სასწავლო დაბომბვები ყოველდღიურობად იქცა.

აშშ-ში არასტრატეგიულად მიიჩნევენ 5500 კმ-ზე ნაკლები სიშორის ბირთვულ იარაღს (ლოგიკა გასაგებია: თუ ის ოკეანეზე გადაიფრენს, ე.ი. ტაქტიკურია), მაგრამ ევროპელი მოკავშირეებისთვის ეს ნუგეში არ არის.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს