საოპერო მომღერალი, მსოფლიოში სახელგანთქმული მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი ფეხმძიმედაა. ის უკვე 14 კვირის ორსულია.
ანიტამ ეს ამბავი თავის ხელმომწერებს ორი ვიდეოს საშულებით ამცნო, პირველში ჩანს, როგორ დაიკლო მომღერალმა წონაში საგრძნობლად, მცირე ხნის შემდეგ კი შეიტყო, რომ პირველ შვილს ელოდება. მეორე ვიდეოში მას უკვე მუცელი აქვს მომრგვალებული.
„2 აპრილს დავდე ეს ვიდეო, სიამაყით სავსემ, რადგან წონაში დავიკელი და მერე ეს საოცრება მოხდა… ყველაზე ბედნიერი დღეებია ჩვენს ცხოვრებაში!“ – დაწერა საოპერო მომღერალმა.
ცნობილი საოპერო ვარსკვლავი ანიტა რაჭველიშვილი 5 წლის წინ გათხოვდა. გრანდიოზული საქორწინო ცერემონია, რომელზეც მთელი ქართული ელიტა იყო მიწვეული, მარიამობა დღეს, 28 აგვისტოს გაიმართა. ანიტას რჩეული — ოთარ მაისურაძე ასევე მომღერალი და მუსიკოსი, ქართული ანსამბლ „მძლევარის“ წევრია. ის წარსულში მორაგბე იყო.
ოთარ მაისურაძემ ანიტას ხელი რომანტიკულ გარემოში — ანიტას დაბადების დღეს, 28 ივნისს ტბაზე ნავით სეირნობისას სთხოვა.