გაინტერსებთ, გაქვთ თუ არა დიაბეტი? დაიხედეთ ხელებზე

აშშ-ის დერმატოლოგთა აკადემიის სპეციალისტები ასახელებენ ხილულ ნიშნებს ხელებზე, რომლებიც სისხლში შაქრის მაღალ დონეზე მიანიშნებს
Sputnik

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. თუ გაინტერესებთ, მომატებული გაქვთ თუ არა სისხლში შაქრის დონე, დაიხედეთ ხელებზე, წერს გაზეთი Daily Express−ი აშშ−ის დერმატოლოგიის აკადემიაზე (AAD) დაყრდნობით.

მიაქციეთ ყურადღება: როგორია მეორე ტიპის დიაბეტის პირველი ნიშნები

სპეციალისტების თქმით, როცა შაქრის დონე მაღალია, ხელის ზურგზე გარკვეული ტიპის დეფექტები წარმოიქმნება. სახასიათო ნიშნები ხელებზე ჩნდება როგორც პრედიაბეტის, ისე უკვე ჩამოყალიბებული დაავადების შემთხვევაშიც. ამ დროს კანზე ჩნდება დაჭიმულობის შეგრძნება და ის გარეგნულად ცვილის მსგავსი ხდება. ამასთან ავადმყოფს თითების მოხრაც უჭირს.

როგორც მედიკოსები განმარტავენ, თუ დიაბეტი რამდენიმე წლის განმავლობაში ცუდად კონტროლდება, ან ადამიანმა არ იცის, რომ ეს დაავადება აწუხებს, მაშინ თითების წვერებში შესაძლოა „კენჭების“ შეგრძნება გაჩნდეს.

გარდა ამისა, სისხლში შაქრის მაღალი დონის მაუწყებელი უხეში, მკვრივი და დასიებული უბნები, ხელების გარდა, ასევე შეიძლება გამოვლინდეს  მხრებსა და წინამხარზე.

მეორე ტიპის დიაბეტის დამარცხება თავადაც შეგიძლიათ: ექიმები მარტივ გზას ასახელებენ

AAD−ს სპეციალისტების თქმით, მეორე ტიპის დიაბეტის კიდევ ერთი ხილული გამოვლინება — ეს ლიპოიდური ნეკრობიოზია, რა დროსაც კანზე მცირე ზომის, მუწუკის მსგავსი ამობურცულობები ჩნდება. 

ეს ამობურცულობები დროთა განმავლობაში შესაძლოა ყვითელ, მოწითალო ან ყავისფერ ლაქებად გარდაიქმნეს კანის გაუხეშებულ და  შესივებულ უბნებზე.

გარდა ამისა, სისხლში შაქრის მაღალ შემცველობაზე მიანიშნებს:

  • ხელებზე ფაიფურივით მბრწყინავი კანი;
  • „გამჭვირვალე“ კანი, როდესაც სისხლძარღვები ჩანს;
  • ქავილისა და ტკივილის შეგრძნება კანზე.

დიაბეტის კიდევ ერთი ნიშანი შეიძლება იყოს კანზე მუქი, ხავერდოვანი უბნები. როგორც წესი, ასეთი უბნები ჩნდება კისერზე, იღლიასა და საზარდულის არეში.

დასახელდა დიაბეტის გამომწვევი ნივთიერება, რომელიც ყველა ოჯახშია

ლაქები (ან ხაზები) წვივებზე, რომლებიც  კანზე ძლივს შესამჩნევ ჩაღრმავებებს აჩენს, შესაძლოა ასევე იყოს სისხლში შაქრის მაღალი დონის მანიშნებელი. ამას მედიცინაში დიაბეტური დერმოპათია ჰქვია და როგორც წესი, ფეხებზე ვლინდება. თუმცა იშვიათად შეიძლება გაჩნდეს ხელებზე, თეძოებზე, ტორსსა და სხეულის სხვა ნაწილებზე.