რამდენმა ადამიანმა მიიღო უმუშევრობის კომპენსაცია მაისში

უმუშევრობის კომპენსაცია მაისში იმათაც მიიღეს, ვინც სამუშაო COVID-19–ის მეორე ტალღის დროს დაწესებული შეზღუდვების გამო დაკარგეს
Sputnik

თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. 200 ლარის ოდენობის ფულადი დახმარება სახელმწიფოსგან მაისში საქართველოს 109.086–მა მოქალაქემ მიიღო, რომლებმაც სამსახური კორონავირუსის პანდემიის გამო დაკარგეს, ნათქვამია დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს განცხადებაში.

უმუშევრობის კომპენსაცია მაისში მიიღეს იმ მოქალაქეებმაც, ვინც სამუშაო COVID-19–ის მეორე ტალღის დროს დაწესებული შეზღუდვების გამო დაკარგეს. ფულადი დახმარების საერთო თანხამ 21.8 მლნ ლარი შეადგინა.

გაცემული კომპენსაციები – 2021 წლის იანვარ–აპრილი

თვერამდენმა მიიღო კომპენსაციასაერთო თანხა, მლნ ლარი
იანვარი106 38921,3
თებერვალი140 02928,0
მარტი130 68326,1
აპრილი120 49624,1

საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის ფარგლებში შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოქალაქეებისთვის ექვსი თვის განმავლობაში 200-ლარიანი კომპენსაციები გაიცემა. ბოლო ფულადი დახმარება მოქალაქეებს ივნისში გადაერიცხებათ.

უმუშევრობა საქართველოში კვლავ იზრდება – სტატისტიკის ახალი მონაცემები

ერთჯერადი დახმარების მიღების უფლება აქვთ ოფიციალურად დასაქმებულ ან დეკრეტულ შვებულებაში მყოფ პირებს, თუ ისინი 2020 წელს მინიმუმ ორი თვის განმავლობაში დასაქმებული იყვნენ და იღებდნენ ხელფასს, რომელიც დამსაქმებლის საგადასახადო დეკლარაციით დასტურდება, ხოლო 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის თებერვლის ჩათვლით ხელფასი არ მიუღიათ ერთი ან რამდენიმე თვის განმავლობაში. 

კომპენსაციის გაცემა შეწყდება იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის მარტიდან მიმღები პირის ანგარიშზე ხელფასის სახით მინიმუმ 10 ლარი ჩაირიცხება.

ეს პანდემიის დროს უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეებისთვის დახმარების გაცემის მეორე ეტაპია. პირველ ეტაპზე უმუშევრობის დახმარება 117.8 ათასმა მოქალაქემ მიიღო.