„კომენდანტის საათის" მოქმედების ვადა კიდევ შემცირდა

შეზღუდვის დრო ღამით გადაადგილებაზე საქართველოში მცირდება. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
Sputnik

თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. დღეიდან „კომენდანტის საათის" მოქმედების ვადა 23:00–დან 04:00 საათამდე განისაზღვრა.

აქამდე გადაადგილების შეზღუდვა დილის ხუთ საათამდე მოქმედებდა.

დღეიდან კვების ობიექტები შაბათ-კვირას სტუმრებს დახურულ სივრცეშიც მიიღებენ

ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების გამო მკაცრი შეზღუდვები – „კომენდანტის საათი“ და პირბადის სავალდებულო ტარება ღია და დახურულ სივრცეში – ექვს თვეზე მეტია მოქმედებს. „კომენდანტის საათი“ 17 მაისამდე 21:00–05:00 საათამდე პერიოდში მოქმედებდა, შემდეგ აღნიშნული შეზღუდვა შემსუბუქდა და ღამის საათებში ქუჩაში გადაადგილება 23:00 საათიდან 05:00 საათამდე იკრძალებოდა.  

ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის დარღვევა ითვალისწინებს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 ათასი ლარის ოდენობით.