ერთის გარდა: ისრაელმა ყველა COVID-შეზღუდვა მოხსნა

ისრაელში დღეისათვის ქვეყნის მოსახლეობის ნახევრაზე მეტია აცრილი COVID-19-ზე, იგეგმება ბავშვებისა და მოზარდების ვაქცინაცია
Sputnik

თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. COVID−19−ით დაავადების სტაბილურად დაბალი მაჩვენებლის გამო ისრაელში მოხსნილია ყველა საკარანტინო შეზღუდვა, გარდა შენობებში პირბადის ტარებისა, იუწყება რადიო KAN−ი.

„2021 წლის 1 ივნისიდან არცერთი სხვა შეზღუდვა  აღარ იმოქმედებს. მწვანე საშვის აუცილებლობა  აღმოფხვრილია, იისფერი სტანდარტის შეზღუდვები — გაუქმებული. დახურულ შენობებში პირბადის ტარება სავალდებულო იქნება მანამ, სანამ სხვა გადაწყვეტილებას არ მივიღებთ“, — განაცხადა რადიოს ეთერში ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.
ევროკავშირის COVID-სერტიფიკატს მესამე ქვეყნების მოქალაქეებიც მიიღებენ

აღსანიშნავია, რომ „მწვანე საშვი“ — ეს ვაქცინაციის შესახებ დოკუმენტია, რომლის წარდგენაც მანამდე აუცილებელი იყო საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ხოლო „იისფერი სტანდარტი“  საზოგადოებრივი დაწესებულებების მუშაობას არეგულირებდა.

ამასთან ისრაელში კვლავ მოქმედებს შეზღუდვა, რომლის თანახმადაც ქვეყნის მოქალაქეებს ეკრძალებათ COVID-19−ის მაქსიმალური რისკის ქვეყნებში მოგზაურობა.

ისრაელში ვაქცინაციის კამპანია 2020 წლის დეკემბერში დაიწყო. დღეისათვის სრულად აცრილია მოსახლეობის 55%, ანუ ხუთ მილიონ კაცზე მეტი. ამასთან ქვეყანა მზადაა, დაიწყოს ბავშვებისა და მოზარდების ვაქცინაცია. განიხილება მათთვის COVID−19−ის ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზის შეყვანის საკითხი, ნაცვლად ჩვეული ორისა.