ყვითელი ამბები

ქართველი მოდელი „გუჩის“ რეკლამაში გადაიღეს – ვიდეო

სამოდელო სააგენტო Geomodels-ის მოდელი ეთო მიგრიაული ცნობილი ბრენდის Gucci-ს სარეკლამო რგოლში გამოჩნდა.
Sputnik

თბილისი, 31 მაისი – Sputnik. ქართველი მოდელი ეთო მიგრიაული განაგრძობს საერთაშორისო წარმატებულ კარიერას და მსოფლიო ბრენდების კამპანიებში მონაწილეობას.

ახლახან Geomodels-მა, რომელსაც ეთოსთან კონტრაქტი აქვს გაფორმებული, მოდელის მონაწილეობით კიდევ ერთი ვიდეო გამოაქვეყნა.

ქართველი მოდელი „გუჩის“ რეკლამაში გადაიღეს. რეკლამაში ეთოს „გუჩის“ სამოსი აცვია და ამ ბრენდის აქსუსუარები უკეთია, ასევე რეკლამას უკეთებს სხვადასხვა ფერის ჩანთებს.

მარტში ეთო მიგრიაული REDValentino-ს 2021 წლის შემოდგომა/ზამთრის სარეკლამო კამპანიაში გადაიღეს. ახალგაზრდა მოდელის პორტფოლიოში ისეთ ბრენდებთან თანამშრომლობას შეხვდებით, როგორებიც არიან Fendi, Emilio Pucci, Antonio Marras და სხვ.

2020 წლის სექტემბერში ეთო მიგრიაული Valentino-ს 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე გამოვიდა. მალევე Emilio Pucci-ს 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის მოკლემეტრაჟიანი ფილმი გამოჩნდა. საოცრად ჰარმონიული ესთეტიკის მქონე სურათში სახელწოდებით 𝙎𝙐𝙇𝙇𝘼 𝙍𝙄𝙑𝘼 (სანაპიროზე) ხუთი მოდელი მონაწილეობს, მათ შორის ერთ-ერთი ეთო მიგრიაულია.