დიდ ბრიტანეთში შესაძლოა მედიკოსებისთვის სავალდებულო ვაქცინაცია შემოიღონ

დიდ ბრიტანეთში, რომელშიც თითქმის 68 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ვაქცინის ორივე დოზით უკვე 64 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა.
Sputnik

თბილისი, 30 მაისი - Sputnik. დიდი ბრიტანეთის მთავრობა განიხილავს მედმუშაკებისთვის COVID-19-ის საწინააღმდეგო სავალდებულო ვაქცინაციის შესაძლებლობას, ამის შესახებ განაცხადა მინისტრმა ვაქცინაციის საკითხებში ნადიმ ზაჰავიმ (Nadhim Zahawi).

„ეს სწორია, რადგან თითოეულმა პასუხისმგებელმა მთავრობამ უნდა იმსჯელოს და იფიქროს იმაზე, რომ დაიცვას ყველაზე მოწყვლადები, აცრას ისინი, ვინც მათზე ზრუნავს“, - განუცხადა მან ტელეარხ Sky News-ს.

კეიტ მიდლტონმა კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთა - ფოტო

მან აღნიშნა, რომ პრეცედენტი უკვე არსებობს, მაგალითად, ქირურგებს B ჰეპატიტზე ცრიან.

„ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვიხილავთ ამ საკითხს“, - განაცხადა მან.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის თითქმის 4,5 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 128.037 ადამიანი, ვაქცინის ორივე დოზა უკვე მიიღო 64.4 მილიონმა ადამიანმა. ბოლო აღწერის თანახმად, ქვეყანაში 67.886.004 ადამიანი ცხოვრობს.