საქართველოში ცხოვრების დონე დაეცა COVID-19 პანდემიის დროს: ახალი სტატისტიკა

საქართველოს მოქალაქეები 2020 წელს, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ნაკლებს გამოიმუშავებდნენ და ნაკლებს ხარჯავდნენ, ნათქვამია „საქსტატის" მონაცემებში.
Sputnik

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. საქართველოში ოჯახების საშუალო ყოველთვიურმა შემოსავალმა 2020 წელს შეადგინა 1,2 მილიარდი ლარი, ხოლო ხარჯების მოცულობამ - 1,3 მილიარდი ლარი, რაც შესაბამისად 4,5%-ით და 7,6%-ით ნაკლებია 2019 წლის დონესთან შედარებით, ნათქვამია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში. 

საქართველოს მოსახლეობის შემოსავალი

პანდემიის დროს საშუალო თვიური შემოსავალი ერთ ოჯახზე შემცირდა 6,4%-ით და გაუტოლდა 1,1 ათას ლარს, ხოლო ერთ ადამიანზე - 4,4%-ით და შეადგენს 321,4 ლარს.

ამავე დროს, „საქსტატის" მონაცემებით, მოსახლეობის შემოსავლების 86,8% არის ფულადი შემოსავლები და გადარიცხვები, 6,7% - არაფულადი, ხოლო 6,5% - დანარჩენი.

კვლევამ აჩვენა, რომ 2020 წელს საქართველოს მოსახლეობის ფულადი შემოსავლის 47.8% იყო დასაქმებულთა ხელფასი, ამასთან ეს მაჩვენებელი წლის განმავლობაში 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

თვითდასაქმებულთა შემოსავალი ასევე შემცირდა 2 პროცენტული პუნქტით წლის განმავლობაში, რაც მთლიან შემოსავალში შეადგენს 9,4%-ს.

მაგრამ სტიპენდიებიდან და სოციალური დახმარებიდან მიღებული შემოსავალი მოსახლეობის ფულადი შემოსავლის მთლიან მოცულობაში 4.4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 23.4%-ს გაუტოლდა.

საქართველოს მოსახლეობის შემოსავლების სტრუქტურა 2020 წელს

საქმიანობის ტიპიწილი მოსახლეობის მთლიან შემოსავალში,%
დაქირავებული შრომა47.8
პენსიები, სტიპენდიები, დახმარებები23.4
თვითდასაქმება9.4
საჩუქრები8.9
სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაცია5.7
ფულადი გზავნილები3.9
უძრავი ქონების იჯარა1.0

ამავდროულად, ქალაქის მოსახლეობის შემოსავალი 4.3%-ით შემცირდა, ხოლო სოფლის მოსახლეობის შემოსავალი - 5%-ით.

მოსახლეობის ხარჯები

2020 წელს, პანდემიის დროს, საქართველოს მცხოვრებლები ნაკლებს ხარჯავდნენ. ოჯახის საშუალო თვიურმა ხარჯებმა 9.4%-ით დაიკლო და დაახლოებით 1 ათასი ლარი შეადგინა, ხოლო ერთ ადამიანზე - 7.4%-ით და 303.3 ლარი შეადგინა.

ამავდროულად, 70,1%-ს შეადგენს სამომხმარებლო ხარჯები, 7,1% - არაფულადი ხარჯები, ხოლო 22,8% - სხვა ხარჯები.

სამომხმარებლო ხარჯების ძირითად ნაწილს შეადგენს საკვები, სასმელი და სიგარეტი.

საქართველოს მოსახლეობის ხარჯების სტრუქტურა 2020 წელს

ხარჯების ტიპიწილი მთლიან ხარჯებში,%
საკვები, სასმელები, თამბაქოს ნაწარმი42,1
კომუნალური ხარჯები13,7
სხვა ხარჯები13,2
ჯანდაცვა12,0
ტრანსპორტი9,8
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი3,7
საყოფაცხოვრებო საქონელი3,5
განათლება2,0

2020 წელს ქალაქებში ხარჯები შემცირდა 6,5%-ით, ხოლო სოფლებში - 9,4%-ით.