Daily Mail: მეცნიერებმა COVID-19-ის ხელოვნური წარმოშობის შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს

უახლოეს პერიოდში სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდება 22 გვერდიანი კვლევა, რომელმაც, როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, მეცნიერულ საზოგადოებაში ფურორი უნდა გამოიწვიოს.
Sputnik

თბილისი, 29 მაისი – Sputnik. ბრიტანელმა პროფესორმა ანგუს დალგლიშმა და ნორვეგიელმა ვირუსოლოგმა ბირგერ სორენსენმა განაცხადეს, რომ მათ გააჩნიათ იმის მტკიცებულებები, რომ კორონავირუსი SARS-Cov-2 ხელოვნურად შეიქმნა, წერს Daily Mail.

ვიეტნამში კორონავირუსის ჰიბრიდული შტამი აღმოაჩინეს

როგორც ამტკიცებენ მეცნიერები, რომლებიც დიდხანს იკვლევდნენ ვირუსს, ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ჩინელმა მეცნიერებმა COVID-19 უჰანის ლაბორატორიაში შექმნეს, შემდეგ კი კვალის დაფარვა სცადეს, რათა ვირუსი გამოიყურებოდეს ისე, თითქოს ის ბუნებრივი გზით ღამურებისგან წარმოიშვა.

ვაქცინის შექმნის მცდელობისას COVID-19-ის ნიმუშების ანალიზის შედეგად დალგლიშმა და სორენსენმა აღმოაჩინეს „უნიკალური კვალი“, რომელიც მხოლოდ ლაბორატორიაში ჩატარებული მანიპულაციების შედეგად შეიძლება გაჩენილიყო, აცხადებენ მეცნიერები.

მათ გაანალიზეს ის ექსპერიმენტები, რომლებიც უჰანში 2002-2019 წლებში ტარდებოდა, და დაადგინეს, თითქოს ჩინელი მეცნიერები მუშაობდნენ ამერიკულ უნივერსიტეტებთან ერთად და კორონავირუსის შესაქმნელად ინსტრუმენტები შექმნეს.

მათი თქმით, ეს გაკეთდა იმისათვის, რომ ვირუსები მეტად გადამდები ყოფილიყო, რათა მათ ადამიანის უჯრედებში განეცადათ რეპლიკაცია, რაც ხელს შეუწყობდა ადამიანზე ვირუსის პოტენციური ზემოქმედების უკეთ შესწავლას.

დალგლიში და სორენსენი მიიჩნევენ, რომ ჩინელმა მეცნიერებმა „საფუძვლად“ გამოიყენეს ღამურების კორონავირუსი, შემდეგ მას „მიაბეს“ ახალი „საცეცი“ და ამით ის გადამდებ და სასიკვდილო SARS-Cov-2-ად აქციეს. ვირუსთან ჩატარებულ მანიპულაციას მოწმობს ისეთი სახასიათო ნიშანი, როგორიცაა ოთხი ამინომჟავისგან შემდგარი ერთი მწკრივი, რომელიც დალგლიშმა და სორენსენმა კორონავირუსის „საცეცში“ აღმოაჩინეს.

მუტანტი სოკოს საფრთხე კოვიდ-საავადმყოფოებში: მეცნიერები საშიშროებაზე ალაპარაკდნენ

გამოცემასთან ინტერვიუში ნორვეგიელმა მეცნიერმა განაცხადა, რომ ყველა ამინომჟავას აქვს დადებითი მუხტი. ეს აძლევს ვირუსს საშუალებას, მაგნიტივით მყარად „მოეჭიდოს“ ადამიანის უჯრედების უარყოფითად დამუხტულ ნაწილაკებს.

„მაგრამ მაგნიტების მსგავსად, დადებითად დამუხტული ამინომჟავები ერთმანეთს განეზიდებიან, ამიტომ ბუნებრივი წარმოშობის ვირუსებში იშვიათია სამი ამინომჟავისგანაც კი შემდგარი ჯაჭვი. ხოლო ოთხი ამინომჟავა ერთ მწკრივში - ეს ძალზე ნაკლებად სავარაუდო მოვლენაა“, - განაცხადა ბირგერ სორენსენმა.

მანამდე ჯანმომ გამოაქვეყნა კორონავირუსის წარმოშობის დასადგენად შექმნილი ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფის უჰანში ვიზიტის შესახებ მოხსენების სრული ვერსია. სპეციალისტებმა ლაბორატორიიდან SARS-Cov-2-ის გაჟონვას „ძალზე ნაკლებსავარაუდო“ უწოდეს. მათ ივარაუდეს, რომ ვირუსი ადამიანს ღამურებისგან სხვა ცხოველის მეშვეობით გადაეცა. ამასთან აშშ-მა და კიდევ 13-მა ქვეყანამ „ჯანმოს დასკვნების გამო შეშფოთება“ გამოთქვეს და ვირუსის წარმოშობის შესახებ „დამოუკიდებელი გამოძიების“ აუცილებლობის თაობაზე განაცხადეს.

პეკინმა არაერთხელ განაცხადა, რომ COVID-19-ის ეპიდემიასთან დაკავშირებული პუბლიკაციების მიმართ ღია და პასუხისმგებლიან პოზიციას იკავებს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ასევე განაცხადეს, რომ ეპიდემიის დაწყებისთანავე ხელისუფლებამ გამოძიება დაიწყო, გამოავლინა პათოგენი და ყველა საკვანძო მონაცემი გამოაქვეყნა. საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენელი ჩჟაო ლიცზიანი გამოეხმაურა აშშ-ის გეგმებს SARS-Cov-2-ის წარმოშობის გამოძიებასთან დაკავშირებით და ამას პოლიტიკური თამაში და სხვაზე გადაბრალების მცდელობა უწოდა.