ევროპა ბელარუსს მაუწყებელთა კავშირის წევრობას უჩერებს

ევროპის მაუწყებელთა კავშირის გადაწყვეტილება ბელტელერადიოკომპანიის წინააღმდეგ ორი კვირის შემდეგ შევა ძალაში.
Sputnik

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) ბელარუსის ტელერადიოკომპანიას წევრობა შეუჩერა ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების კუთხით პრობლემების გამო, ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

„სასტიკი რეაქცია გვექნება“: ლუკაშენკო დასავლეთს ემუქრება
„EBU ყურადღებით აკვირდება ბელარუსში მედიასაშუალებების თავისუფლების შეზღუდვას და თანმიმდევრულად მოუწოდებს ბელტელერადიოკომპანიას, როგორც EBU-ს წევრს, დაიცვას ჩვენი ფუნდამენტური ფასეულობები — სიტყვის თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ანგარიშვალდებულება“, — აცხადებენ ევროპის მაუწყებელთა კავშირში.

როგორც EBU-ს განცხადებიდან ირკვევა, ორგანიზაცია „ბოლო კვირებში შეშფოთებულია ბელტელერადიოკომპანიის ეთერში გასული ინტერვიუებით, რომლებიც აშკარად ზეწოლით იყო მიღებული“.

გარდა ამისა, ევროპულ ორგანიზაციას აშფოთებს ბელტელერადიოკომპანიის სხვა გადაცემებიც, რომლებიც „სერიოზულ და სრულიად განსაკუთრებულ შიშებს იწვევს“.

გამომდინარე აღნიშნულიდან, EBU-ს აღმასრულებელმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, შეაჩეროს  ბელტელერადიოკომპანიის წევრობა ორგანიზაციაში, რომელიც ორი კვირის შემდეგ შევა ძალაში.