საქართველოში ვიზიტორებისთვის დაზღვევის წესები იცვლება

საქართველოში დაზღვევა სავალდებულო ხდება არა მარტო უცხოური სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილებისთვის, არამედ ვიზიტორებისთვის.
Sputnik

თბილისი, 27 მაისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მთავრობას უფლება მისცა ქვეყანაში შემომსვლელი უცხოელებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთათვის ჯანმრთელობის დაზღვევის წესები და პირობები დაადგინოს. 

საქართველო სახმელეთო საზღვრებს ხსნის

პარლამენტმა შესაბამისი ცვლილებები „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში დაამტკიცა და პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაუგზავნა.

კანონპროექტი ინიცირებულია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ.

დღეისათვის საქართველოში სავალდებულო დაზღვევა მოქმედებს მხოლოდ უცხოური სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილებისთვის.

მძღოლებს დაზღვევის შეძენა საკონტროლო–გამშვებ პუნქტზე შეუძლიათ. დაზღვევის ღირებულება დამოკიდებულია სატრანსპორტო საშუალების სახეობასა და სადაზღვევო პერიოდის ვადაზე. მანქანის დაზღვევა შეიძლება 15, 30, 90 დღით ან ერთი წლით.

საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევის დროს დაზღვევა დაფარავს როგორც ფიზიკურ, ისე მატერიალურ ზარალს.