პარლამენტს სამი ახალი დეპუტატი ჰყავს

სამივე დეპუტატის უფლებამოსილება პარლამენტში დღეს გამართულ პლენარულ სხდომაზე ხმათა უმრავლესობით ცნეს.
Sputnik

თბილისი, 27 მაისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა სამი ახალი დეპუტატის უფლებამოსილება ცნო – ორი მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდანაა“, ერთი – პარტია „გირჩიდან“. 

საქართველოს პარლამენტის სამ დეპუტატს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა

ახალი დეპუტატები ირაკლი სესიაშვილს, მარიამ ქვრივიშვილსა და სალომე მუჯირს ჩაანაცვლებენ, რომლებმაც საკანონმდებლო ორგანო დატოვეს.

მმართველი პარტიიდან დეპუტატის სავარძელი დაიკავეს გელა სამხარაულმა და ხათუნა კვიციანმა, „გირჩიდან“ კი სანდრო რაქვიაშვილმა.

სესიაშვილი და ქვრივიშვილი აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადავიდნენ – სესიაშვილი პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გახდა, ქვრივიშვილი კი ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნა. რაც შეეხება სალომე მუჯირს, მან მანდატზე უარი თანაპარტიელის სასარგებლოდ განაცხადა.