მარია ზახაროვა პეტერბურგში უცხოეთის აგენტ ჟურნალისტებს შეხვდება

შეხვედრის მონაწილეები განიხილავენ პრესის ფუნქციონირებისა და ჟურნალისტების მუშაობის ასპექტებს რუსეთში უცხოეთის აგენტების შესახებ კანონმდებლობის პირობებში.
Sputnik

თბილისი, 26 მაისი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა  სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე სამუშაო საუზმეს გამართავს იმ მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც რუსეთში უცხოეთის აგენტებად არიან ცნობილი.

„მედუზა“, აშშ-ის ვიზები და ტაჯიკეთ-ყირგიზეთის პრობლემა: მარია ზახაროვას ინტერვიუ

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ РИА Новости-სთან ერთობლივად ორგანიზებული შეხვედრა 3 ივნისის დილის რვა საათზე გაიმართება.

შეხვედრის მონაწილეები განიხილავენ პრესის ფუნქციონირებისა და ჟურნალისტების მუშაობის ასპექტებს რუსეთში უცხოეთის აგენტების შესახებ კანონმდებლობის პირობებში.

გარდა ამისა, მარია ზახაროვა სასარგებლო ინფორმაციას გააცნობს მათ რუსეთში უცხოელი ჟურნალისტების აკრედიტაციის პროცედურის შესახებ.

„ჩვენ არაერთხელ ვაცხადებდით, რომ არ ვარიდებთ თავს ღია საუბრებს უცხოეთის აგენტების პრობლემაზე. რუსეთმა სარკისებურად ირეაგირა გაუმართლებელ რესტრიქციულ ზომებზე, რომლებიც აშშ-ის ხელისუფლებამ მიიღო რუსული მედიასაშუალებების მიმართ, შეიმუშავა რა საკუთარი კანონი უცხოეთის აგენტების თაობაზე. თუმცა რუსეთში ჟურნალისტების მუშაობისთვის არანაირ ხელშეშლაზე საუბარი არ არის, მათ მხოლოდ გამოქვეყნებული მასალების სწორად მარკირება მოეთხოვებათ“, — აღნიშნა ზახაროვამ.

დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ რუსეთში უცხოეთის კორესპონდენტების ასოციაციის პრეზიდენტი ალ-საიედ-ადიბ მოჰდ აბდი, ევროპელი დიპლომატები,  „მედუზის“, BBC-ის, The Bell-ის, „ეხო მასკვისა“ და სხვა გამოცემების წარმომადგენლები.