მიმოხილვა: კიევი აშშ-სგან „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ სანქციებს მოითხოვს

შეერთებულმა შტატებმა უარი თქვა „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე. კიევში მაშინვე დაითვალეს მილიარდებიანი წაგება და ვაშინგტონს ახსნა-განმარტება მოსთხოვეს.
Sputnik

ნატალია დემბინსკაია

შფოთვის მიზეზი ნამდვილად არსებობს: რუსული საწვავი უკვე მიედინება ყოფილი მოძმე რესპუბლიკის გვერდის ავლით, უკრაინაზე ტრანზიტი მინიმუმამდე დაეცა. 2024 წლისთვის კი, „გაზპრომთან“ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, „ნაფტოგაზი“ შესაძლოა საერთოდ ნახშირწყალბადების გადაქაჩვიდან მიღებული შემოსავლების გარეშე დარჩეს.

არქტიკული მარაგები: რუსეთი ევროპიდან აშშ-ის განსადევნად მოემზადა

მცდელობას შეეშვნენ

პროექტის შეჩერების მცდელობების სერიალის შემდეგ ამერიკელებმა მათი უნაყოფობა აღიარეს. ვაშინგტონმა შეზღუდვები გაუუქმა კომპანია Nord Stream 2 AG-ს, რომელიც გაზსადენს აშენებს. ეს მნიშვნელოვანწილად უხსნის დაბრკოლებებს პროექტის დასრულებას.

სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესს მოხსენება წარუდგინა, რომელშიც სანქცირებული კომპანიები და ხომალდებია ჩამთვლილი. დოკუმენტი Nord Stream 2 AG-ზე ზემოქმედების რეკომენდაციას იძლევა, თუმცა იქვე ნათქვამია, რომ აღნიშნული ზომები ენტონი ბლინკენის გადაწყვეტილებითაა შეჩერებული.

სახელმწიფო მდივანმა ეს „ეროვნული ინტერესებით“ ახსნა, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა. როგორც ამერიკული მედია ირწმუნებოდა სახელმწიფო დეპარტამენტში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით, ვაშინგტონში მივიდნენ დასკვნამდე, რომ პროექტის შეჩერება მხოლოდ გერმანელი მომხმარებლებისთვის სანქციების დაწესებით შეიძლება. სხვა შემთხვევაში ეფექტი ნულოვანი იქნება — გაზსადენის 95% უკვე აგებულია.

ხოლო გერმანიაში ბაზრის მონაწილეებზე ზეწოლა ბერლინთან ურთიერთობების დარღვევის რისკებს აჩენს, რომლებიც ისედაც გაუარესდა აშშ-ის წინა პრეზიდენტის დროს. დონალდ ტრამპი ევროპელებს ნატოს შესანახად მეტ გადასახადს სთხოვდა და იმავდროულად სავაჭრო ბაჟით იმუქრებოდა.

მარაგები ამოიწურა: ნავთობის ფასი შესაძლოა ბარელზე 74 დოლარამდე ავიდეს

ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამსახურის ოფიციალური წარმომადგენელი პიტერ სტანო აცხადებს, რომ ახლა ვაშინგტონი ვითარების გამოსწორებისკენ ისწრაფვის.

დანაკარგები დათვლილია

მოსალოდნელი დანაკარგები კიევში უკვე დაითვალეს. ერთ-ერთი ოპერატორი კომპანიის ხელმძღვანელ სერგეი მაკოგონის თქმით, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ ქვეყნის ეკონომიკას 5−6 მილიარდ ევროს წაართმევს ერთი წლის განმავლობაში.

როცა რუსეთი ტრანზიტს შეწყვეტს, უკრაინა 1,5 მლრდ-ს დაკარგავს. გაიზრდება გაზის ფასიც, ვინაიდან მისი ტრანსპორტირება ევროკავშირიდან გახდება საჭირო. ესეც მინიმუმ 2−3 მლრდ იქნება.

2020 წელს ტრანზიტი მესამედზე მეტით შემცირდა — 55,8 მლრდ კუბომეტრამდე. ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ოცდაათი წლის განმავლობაში. კრიზისულ 2014 წელსაც კი 62 მილიარდ კუბომეტრს ატარებდნენ.

ასე რამდენიმე მიზეზის გამო მოხდა. 2020 წელს 65 მილიარდი უნდა ყოფილიყო, მაგრამ „გაზპრომთან“ შეთანხმება დაგვიანებით გაფორმდა და პირველ კვარტალში რუსული ექსპორტის ფიზიკური ნაკადები უკრაინული გაზსატრანსპორტო სისტემის გარეშე ნაწილდებოდა. ამასთან თბილმა ზამთარმა და კარანტინმა ევროპასა და აზიაში საწვავზე მოთხოვნა შეამცირა, რის გამოც ფასები ჩამოიშალა. ნახშირწყალბადების გადაქაჩვა კი უკრაინის გავლით ყველაზე ძვირადღირებული ოპციაა.

„დაისაჯოს მოსკოვი“: რა მოხდება, თუ რუსეთს SWIFT-დან გათიშავენ

მიმდინარე წელს ტრანზიტის თავიდან აცილება გაგრძელდა. მილსადენ „თურქული ნაკადის“ დასრულების შემდეგ კიევი, თავად უკრაინელების შეფასებით, კიდევ 10−12 მილიარდ კუბომეტრს იზარალებს წელიწადში.

ითხოვენ აღდგენას

ამერიკელების გადაწყვეტილებამ კიევს იმედები გაუცრუა. რადამ მოუწოდა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატასა და სენატს, გამოიყენოს ყველა კანონერი საშუალება მშენებლობის „სრული და გარდაუვალი“ შეწყვეტისთვის, რადგან რუსეთი ენერგეტიკის „ჰიბრიდული ომისთვის ინსტრუმენტად“ გამოყენებას აპირებს. ეს კი, როგორც კიევში ირწმუნებიან, „პირდაპირ ემუქრება უკრაინისა და ევროპის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას“.

მაგრამ თავად უკრაინელი ანალიტიკოსები აღიარებენ, რომ კიევმა მხოლოდ საკუთარი თავი უნდა დაადანაშაულოს. ენერგეტიკული სტრატეგიების ინსტიტუტის თანადამფუძნებელი იური კოროლჩუკი მანამდე აღნიშნავდა: საწვავის ტრანზიტთან დაკავშირებით მომხდარი მხოლოდ და მხოლოდ „ნაფტოგაზის“ დამსახურებაა, რომელმაც ბაზრისთვის ბრძოლაში პოლიტიკური გზა აირჩია.

ამასთან ის ავრცელებდა გაფრთხილებას, რომ ყველა რუსული გაზსადენის ამუშავების შემდეგ უკრაინის გავლით გადაქაჩვა მიზერული გახდებოდა.

ორ სკამზე: აშშ–მა რეკორდული რაოდენობის რუსული ნავთობი შეისყიდა

სახის შენარჩუნება

ამერიკელებს არ უნდათ კონფლიქტი ევროპასთან და წინააღმდეგი არ არიან, გააუმჯობესონ ურთიერთობები რუსეთთან, ასე ფიქრობს ევროპის საინჟინრო განათლების საზოგადოების ხელმძღვანელი, პროფესორი სამუელ ფურფარი.

მისი აზრით, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობისა და ამოქმედებისთვის ხელის შეშლა თავიდანვე უაზრობა იყო: „კონგრესში ორივე პარტიის „ქორებმა“, რომლებიც ცდილობდნენ გერმანია პროექტზე უარის თქმაზე დაეყოლიებინათ, ძალიან შორს შეტოპეს. და ჯო ბაიდენმა ეს იცის. შეიძლება ითქვას, აშშ-ში მიხვდნენ, რომ მათი ხისტი მიდგომა, რომელიც შანტაჟს ჰგავს, არ მოიტანს სასურველ შედეგს ბერლინში“.

უახლოეს წლებში ტრანზიტის დაკარგვა უკრაინას განსაკუთრებული უსიამოვნებებით არ ემუქრება: „გაზპრომთან“ 2024 წლამდე ხელმოწერილი კონტრაქტი ითვალისწინებს პრინციპს „გადაქაჩე ან გადაიხადე“. ეს წელიწადში მინიმუმ 40 მილიარდი კუბომეტრია. „ჩრდილოეთისა“ და „თურქული ნაკადების“ ამოქმედების შემდეგ რუსეთს შეუძლია უარი თქვას უკრაინულ მიმართულებაზე. ხოლო თუ მას რაღაც დროით შეინარჩუნებს პოლიტიკური მოსაზრებებით, კიევს, როგორც შუამავალს, მომავალი არ ექნება: ევროპული ბაზარი სწრაფად იცვლება.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს